x
არა ჰუდონჰესს!!!

სტენსილიარა ჰუდონჰესს!!! ამ შინაარსის სტენსილები რამდენიმე დღეა გაჩნდა ქალაქში. სტენსილზე სჩანს კაშხალი, რომელსაც მწვანე მუშტი ანგრევს. ამავე შინაარსის ფლაერები რიგდება ქალაქში, დაიწერა რამდენიმე სტატიაც. ეს ყველაფერი კი გამოძახილია იმ პოლიტიკისა რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. ხუდონჰესი რომლის აშენების შემდეგაც დაიტბორება 14 სოფელი, გადასახლება მოუწევს 186 ოჯახს და არაპირდაპირ შეეხება 2000 ადამიანის საცხოვრებელს. უკვე მრავალი წელია განხილვის საგანი გახლავთ. საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად ხელისუფლება არ ცვლის პოლიტიკას და კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარ ხალხს. პროტესტი გრძელდება და ვნახავთ რა განვითარებასაც ჰპოვებს ის.

3
66
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი გოგბერაშვილი
გიორგი გოგბერაშვილი
66
  
2013, 12 ოქტომბერი, 15:04
საინტერესოა ივანიშვილი რის საფასურად დაატბორინებს ჭორვილას.
2013, 11 ოქტომბერი, 12:06
ხალხს პროგრესი უნდა, მაგრამ მსხვერპლის გაღება არა.
2013, 10 ოქტომბერი, 22:00
ეგენი მაინც თავისას გაიტანენ.ხალხის ბედი ფეხებზე ჰკიდიათ.
0 1 3