კონფლიქტები რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში 2013, 9 ოქტომბერი, 15:23 1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალაქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს, -- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო... ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს... მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას "ვილისით" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით. ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს... ოთხივე ქართველი იყო... ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია.... ეს მოკლე ისტორია ფეისბუქის გვერდზე ვნახე გავრცელებული. უბრალოდ, მინდოდა ინტერმედიაშიც გამეზიარებინა... 15654 13-ს მოსწონს
|