შოუბიზნესი გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ურთიერთობას აღარ მალავენ 2013, 9 ოქტომბერი, 10:43 მას შემდეგ, რაც გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთად მონაწილეობდნენ, მრავალი ადამიანის ინტერესი აღძრა მათი ურთიერთობის სახემ. ვარაუდობდნენ, რომ სალომე და გიორგი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა წყვილი ამ ყველაფერს უარყოფდა. ამჯერად კი ისინი აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა აქვთ. გიორგის განცხადებით ისინი უკვე ორი თვეა რაც ერთმანეთს ხვდებიან, მათი ურთიერთობა კი მას შემდეგ დაიწყო რაც სალომე გიგი გაჩეჩილაძეს დაშორდა, გიორგი კი- თამთას. 1282 8-ს მოსწონს 3-ს არა
|