x
image
alexa_erk
ზღვის კატასტროფები
imageკარგია ლურჯი ცა, ოკეანის ტალღების ხმა და თავად თვალუწვდენელი ოკეანე, მაგრამ ეს სურათი შეიძლება კოშმარად იქცეს. მარტო ბოლო ოცდაათ წელიწადში მსოფლიოში ჩაიძირა 16 ლაინერი, 90-იანი წლების შემდეგ 70-ჯერ მოხდა ხანძარი გემებზე. ამ კრებულში თავმოყრილია ყველაზე საშინელი საკრუიზო გემების კატასტროფები...

image








1. ყველაზე ცნობილი კატასტროფა გახდა ლაინერი "ტიტანიკი"-ს ჩაძირვა 100 წლის წინ 1912 წლის აპრილში, ახალი შოტლანდიის ნაპირებში, ამ გემის პირველივე რეისი წარუმატებელი აღმოჩნდა, აიზბერგთან შეჯახებამ 1513 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმსხვერპლა. კატასტროფის მიზეზად დასახელდა კაპიტნის გულგრილობა, საკრუიზო კომპანიის დეფექტბი და უამინდობა. ასტროლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ "ტიტანიკის" ჩაძირვის დღეს მთვარე იმყოფებოდა რეკორდულად ახლოს დედამიწასთან, რამაც გამოიწვია აიზბერგების ნაკადების ზრდა.


image2. 1012 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ნორვეგიის ტვირთმზიდის და კანადის სამგზავრო ლაინერის "ირლანდიის დედოფლის" შეჯახებამ. ეს ტრაგედია დღესაც სახელდება ყველაზე საშინელ ტრაგედიად კანადის ისტორიაში.

image3. 1963 წლის 19 დეკემბერს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა საკრუიზო ლაინერი "ლაკონია", გემი გაიგზავნა 11 დღიან საკრუიზო მოგზაურობაში, კანარის კუნძულებზე. ბორტზე იმყოფებოდა 1022 ადამიანი. 22 დეკემბერს სტიუარდმა შეამჩნია კვამლი საპარიკმახერო სალონიდან, კვამლი მალე გავრცელდა დერეფანში და სასტუმრო ნომრებში რამაც საბოლოო ჯამში 128 ადამიანი შეიწირა.

image4. ფოტოზე: უსაფრთხოების სამსახური და ფონზე სამგზავრო გემი "აკკილე ლაურო"-ა, 10 ოქტომბერი 1985 წელი, გავანის პორტი საიდი. 1985 წელის 7 ოქტომბერს პალესტინელმა ტერორისტებმა იუსუფ მაჯიდომ ალ-მულკის და აბუ აბბასომის მეთაურობით დააკავეს გემი, რომელზეც 450 მგზავრი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მძევალი, ებრაელი ამერიკიდან 69 წლის ლეონ კლინგჰოფერი თავისი ინვალიდი მეუღლის თვალწინ მოკლეს და ბორტიდან გადააგდეს.

image5. 1992 წლის 12 აგვისტოს, ლაინერი "დედოფალი ელიზაბეტ 2" უმართავად გაუცურდათ, საბედნიეროდ არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემდგომ გემი გადაიყვანეს ბოსტონის მშრალ დოკზე.

image6. საბორნე გემი "ესტონეთი", ბალტიის ზღვაში კუნძულ უტო-ს მახლობლად 1994 წლის 27-28 სექტემბრის ღამეს დაიწყო ჩაძირვა. გემის ბორტზე იმყოფებოდა 989 ადამიანი და მათ შორის ეკიპაჟის წევრებიც. 852 სამწუხაროდ დაიღუპა.

image7. იტალიურ გემს "აკილე ლაური"-ს ძნელია უწოდო ბედნიერი: რადგან ეს გემი დაატყვევეს ტერორისტებმა და 10 წლის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში მასზე გაჩნდა ხანძარი რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

image8. საკრუიზო ლაინერი "ნორვეგიის ოცნება" 1999 წლის 24 აგვისტოს შეეჯახა სატვირთო გემს «Ever Decent»-ს. ბორტზე იმყოფებოდა 2400 ადამიანი საბედნიეროდ შეჯახების შემდეგ მხოლოდ სამმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი ტრამვები.

image9. 2000 წლის 17 დეკემბერს, ვირჯინიის სანაპიროდან 320 კილომეტრში კატასტროფა განიცადა გემმა "Sea Breeze", 200 მეტრიანი გემი წყლის ქვეშ აღმოჩნდა, საბედნიეროდ მაშველებმა მოასწრეს გემის ბოლომდე ევაკუირება სულ 34 კაცის.

image10. გემი "ზღვის ბრილიანტი" უმართავად გაექცათ ზღვაში და ჩაიძირა საბერძნეთის სანაპიროსთან 2007 წლის 5 აპრილს. საბედნიეროთ მოასწრეს გემის ევაკუაცია, გემზე იმყოფებოდა 1200 მგზავრი.

image11. 2007 წლის 23 ნოემბერს ანტარქტიკის წყლებში აიზბერგთან შეჯახების გამო, ჩაიძირა საკრუიზო გემი "Explorer". ბორტზე იმყოფებოდა 154 ადამიანი გემის ეკიპაჟის ჩათვლით. საბედნიეროდ მათ მოასწრეს გემის ევაკუაცია. სურათზე ხედავთ გემის სამაშველო ბალიშებს.

image12. 2008 წლის 20 ივლისს საკრუიზო ლაინერი "ექსტაზი"-ზე სამრეცხაო განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი, შედეგად დაშავდა 60-მდე ადამიანი, საბედნიეროდ ევაკუაციის დროს ცეცხლის ჩაქრობაც მოასწრეს.
image13. 2012 წლის 23 იანვარს კუნძულ ჯილიოს მახლობლად (ხმელთაშუა ზღვა) ჩაიძირა ლაინერი "კოსტა კონკორდია". 4000 მგზავრიდან 25 ოფიციალურად დაღუპული გამოაცხადეს.

0
2059
4-ს მოსწონს
ავტორი:alexa_erk
alexa_erk
2059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0