კერძები ფრინველის ხორცისაგან ჟულიენი - "სიამოვნება" 2013, 8 ოქტომბერი, 18:32 ინგრედიენტები:
● ქათმის ფილე - 200 გ.
● ქამა სოკო - 300 გ. ● ხახვი - 2 ცალი ● ნაღები (15-20%) - 200 გ. ● ყველი - 100 გ. ● ფქვილი - 2 სუფრის კოვზი ● მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი ● შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით მომზადება: მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ წვრილად. ასევე წვრილად დავჭრათ სოკო და ხახვი. ხახვი მოვდაღოთ მცენარეულ ზეთში, დავუმატოთ სოკო. სოკოს მიერ გამოყოფილი წყლის აორთქლებისთანავე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, მარილი, შავი პილპილი და გადმოვიღოთ თბილი. ამასობაში მოვხალოთ ფქვილი, ისე რომ ოქროსფერი გახდეს, დავუმატოთ ნახები, მარილი, პილპილი და წამოვადუღოთ. ადუღებული მოვასხათ უკვე გამზადებულ მასას, მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 212 12-ს მოსწონს
|