x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილმა ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა
imageყველაფერი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე თვეში მოასწრო. არსებული სიტუაციით ყველაზე მეტად ყვითელმა პრესამ ისარგებლა, მომღერალი ყოველი მეორე ჟურნალისა თუ გაზეთის ყდაზეა.

image

ნინი ძალიან ბედნიერია და დედის ამპლუაც შესანიშნავად მოირგო: "მე ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე დედისა ამპლუას. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით.
ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის".

ელენე კარგი ზნის ბავშვი აღმოჩნდა, კარგად ჭამს, მშვენივრად სძინავს და არც ჭირვეულობს. ნინი ქალიშვილის ფოტოებს ინტერნეტსივრცესა და ჟურნალ-გაზეთებში არ აქვეყნებდა. ელენე ჯერ პატარაა, მისი ფოტოს გავრცელების შემდეგ მითქმა-მოთქმა ატყდება ვის ჰგავს და რატომ ჰგავსო...


imageimage

ცნობილი ქართველები შეჩვეული არიან ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალს, მაგრამ შვილების მიმართ წამოსული კრიტრიკა და ჭორები მაინც ძალიან აღიზიანებთ.

ნინისაც არ უნდოდა ვიღაცის უკმეხი კომენტარის გამო გული ტკენოდა. (პატარა ელენეს სურათები ინტერნეტსივრცეში ეტაპობრივად ვრცელდებოდა, მაგრამ ბავშვს სახე არ უჩანდა). სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ერთზე პატარა ელენეა, მეორეზე კი ნინი, დის შვილთან, ლადოსთან ერთად.imageimage



imageimageნინი ბადურაშვილი ლადოსთან ერთად. image

პატარა ელენე, ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქალიშვილი.

ვუსურვოთ პატარებს ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი...

0
446
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0