x
საქართველო და ფეხბურთი

GFF მე დღეს ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ ქართულ ფეხბურთზე, მის წარსულსა და მომავალზე...
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მას მერე არაერთი მატჩი გამართეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, ზოგიც წარმატებით ზოგი არც ისე სასიხარულო შედეგით დასრულდა... ჩვენ ნაკრებში თამაშობდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ფეხბურთელები, მათი სათითაოდ ჩამოთვლა არ არის აუცილებელი, ალბათ თქვენც კარგად იცით, მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა 90–იან წლებში ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, გიორგი ქინქლაძეს, რომელიც მანჩესტერულ გუნდში თამაშობდა და სიტის შემადგენლობაში ერთ–ერთი საუკეთესოც იყო, რომ არა ის საქართველოსათვის ძალიან მძიმე წლები, რომ არა ის გარემო, მჯერა გიორგი ძალიან ბევრს მიაღწევდა და მსოფლიო დონის ვარსკვლავიც კი გახდებოდა.
ამ მძიმე წლების შემდეგ თითქოს საქართველოს ეროვნული ნაკრები, გამოცოცხლდა და ყველა ქართველს სჯეროდა რომ შეიძლებოდა წარმატებებისათვისაც მიგვეღწია, მაგრამ კვლავ რაღაც მიზეზები, ხან მწვრთნელების დაწუნება ხანაც ფეხბურთელების, ერთი მთლიანი და მებრძოლი გუნდი ვერ ჩამოყალიბდა. ალბათ ეს ჩვენი, გულშემატკივრების ბრალიც არის. დიახ, სწორედ ჩვენი ბრალია ჩვენი, ჩვენ ქართველ ხალხს არ შეგვიძლია გულშემატკივრობა მაშინ როცა ვაგებთ, (თუ ვიგებთ სულო და გულო) ჩვენ არგვინდა სტადიონზე სიარული თუ ეს მატჩი ტელევიზორში შეგვიძლია ვნახოთ, მხოლოდ მაშინ დავდივართ სტადიონებზე თუ ჩამოდის რომელიმე მსოფლიო დონის ვარსკვავური გუნდი, მაშინაც 50% იმიტომ მიდის რომ ესა თუ ის ფეხბურთელი ნახონ, და არაერთი მოწინააღმდეგე გუნდის მაისურებითაც კი "გვეჩითება''...

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს. აღარაფერიც არ შეეხება.. იყო და მუდამ იქნება 2 (რომელიმე) გუნდის ჩემპიონატი, დანარჩენებს ან ფინანსები არააქვთ ან სტადიონი... ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას საერთოდ რატო ვიტყვით, შეიძლება უბანში 5–6 უსაქმური შეიკრიბოს და მზესუმზირის საჭმელად წავიდნენ სტადიონზე, რათმაუნდა არიან ნამდვილი გულშემატკივრებიც, მაგრამ მათ სტადიონზე გულიანად ქომაგობაც ეკრძალებათ.
ერთ–ერთი საკამათო თემა იყო მუდამ მსაჯობა საქართველოში. აქ ბევრი რაღაც ხდება.. ორ ყვითელზე კაც არ აძევებენ, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი (ფოთის კოლხეთი–ზუგდიდის ზუგდიდის მატჩზე), მსაჯს თუ ტოტალიზატორში მეტი აქ აღებული 3 პენალი გარანტირებულია... ძირითადად დინამოელი მსაჯები გვევლინებიან.
ახლა რაც შეეხება ჩვენს მომავალ, ჩემი აზრით ძალიან კარგი თაობა მოდის, (კანკავა, კაშია, ანანიძე, ხუბუტია, ყენია, ჭანტურია, ყაზაიშვილი და სხვა...) მსოფლიოს სხვადასხვა გუნდებში მოთამაშე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, მათ შეუძლიათ გაამართლონ ჩვენი იმედები, შეძლონ ის რაც ქართველ გულშემატკივარ სურს დიდი ხანია, მაგრამ პრიველ რიგში მათ ჩვენი მხარდაჭერა ჭირდებათ და ჩვენი მხარში დგომა ნებისმიერ თუნდაც ამხანაგურ მატჩზე..
იმედი მაქვს საქართველოში ფეხბურთი და არა მარტო ფეხბურთი, მიაღწევს ისეთ დონეს, როგორსაც ყველა სულით და გულით ქართველო პატრიოტი ოცნებობს.

9
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ლევან ჭანტურია
ლევან ჭანტურია
26
  
2013, 9 ოქტომბერი, 19:40
მაგას რა სჯობია, სიამოვნებით წავიკითხავდი.
2013, 9 ოქტომბერი, 19:38
ხოო რა ვეცდები საინტერესო სტატიები დავწერო ხოლმე :)
2013, 9 ოქტომბერი, 19:30
საინტერესოა სტატიაა.
ისე კი მგონი აქ მწერალი არავინაა. :))
2013, 9 ოქტომბერი, 19:19
ისე პირველი სტატიისთვის ვითომ არაუშავს ?
2013, 9 ოქტომბერი, 18:13
ამაში მეც გეთანხმები მთლიანად.
2013, 9 ოქტომბერი, 15:25
აი მაგაში მეც გეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით გულშემატკივრის თანადგომა ერთ-ერთი უმთავრესია... არა მარტო გულშემატკივრის, ელემენტარული არცერთი ცოტა შეძლებული ბიზნესმენი არაა დაინტერესებული იმით რომ საქართველოში ფეხბურთი განვითარდეს :)
2013, 9 ოქტომბერი, 10:36
ყენიას საფეხბურთო პროგრესირება შეჩერდა, მისი დიდ ფეხბურთში დაბრუნების შანსი მიზერულია.
ცარიელ სტადიონზე რომ გათამაშონ, მაინც შენი თამაში უნდა აჩვენო ლევან. არ ჩანს ეს თამაში და გულშემატკიივარში კი არ უნდა ვეძიოთ არამედ ფეხბურთელებში.
2013, 9 ოქტომბერი, 5:52
ჩემი აზრით უფრო გულშემატკივრების...
2013, 8 ოქტომბერი, 22:08
გულშემატკივრების ბრალი კი არა დაბალი დონის ჩემპიონატის, დაუფინანსებლობის, უთავმოყვარეობის და ფეხბურთის ფედერაციაში მოკალათებული ხალხის ბრალია ქართული ფეხბურთის "დასამარება".
0 1 9