x
ვანო და გივია


სსრკ–ს დროს ზაფხულის არდადაგებზე სტუდენტებს „ნებაყოფილებით“ აიძულებდნენ სამშენებლო რაზმებად სადმე ემუშავათ. ამას „ყამირზე წასვლას“ ვეძახდით, რადგან წინა წლებში მართლაც ყაზახეთის ყამირ მიწების დასამუშავებლად დაჰყავდათ სტუდენტები. ჩვენ, „გპი“–ის (საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტიი) მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პირველ კურს დამთავრებულ სტუდენტების ნაწილს, თეთრიწყაროში მოგვიწია წასვლა ქათმის ფერმების მშენებლობაზე. ჩვენს შორის იყვნენ ჩვენი თანაკურსელები ზემო იმერელი, ენაკვიმატი, კეთილშობილი აზნოურიშვილი, მხიარული ვანო და დინჯი, აუღელვებელი, მუდამ სერიოზული, კახელი გივია. იშვიათი ტანდემი იყო ეს ორი განუყრელი მეგობარი: ვანო მომენტს არ გაუშვებდა, რომ მეგობარი არ გაექილიკებინა, გივია კი უხმოდ იტანდა და არაფრად აგდებდა მეგობრის ხუმრობებს.

თეთრიწყაროში, დასახლებიდან მოშორებით, სეტყვის საწინააღმდეგო სადგურის შენობებში მოგვათავსეს, სადაც არც აბაზანა და არც რაიმე მასთან მიმსგავსებული რამ არ არსებობდა, ამიტომ დასაბანად იქვე ახლოს მდინარეზე გვიწევდა ჩასვლა.

ერთ მზიან დღესაც ვანომ და გივიამ გასუფთავება გადაწყვიტეს, აიღეს საპონი და პირსახოცი და მდინარეზე ჩავიდნენ აბაზანის მისაღებად. ის იყო საპნით თავები აიქაფეს, რომ მდინარესთან გამოჩნდნენ სამი კარგად ნაკვები ვირი. ეს რომ დაინახა გივიამ, ვანოს შესთავაზა, მოდი დავიჭიროთ, ზედ შევჯდეთ და ვიკატაოთო. ვანომ ამაში სასიამოვნო ვერაფერი დაინახა და უარი უთხრა. გივიამ კი, გასაპნული თავით, იქვე ნაპოვნი მავთულებით მახე მოაწყო, შეუძახა
ვირებს და ერთერთი გაება კიდეც. ვანომ უთხრა: თავი დაანებე ცოდონი არიან საწყალი პირუტყვებიო. გივიამ კი, რას ამბობ ზუსტად ის გაება მე რომელიც მინდოდაო. ამის თქმა იყო, მიადგა ვირს კუდი გადაუწია და მასთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას შეუდგა (როგორც მერე ვანომ თქვა: შორიდან მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ახლოს რომ მივედი, ნამდვილად ტყნავდაო). ვანო გასაპნული და პირდაღებული უყურებდა თავის მეგობრის საქციელს და სანამ თვალებში ჩასულმა საპონმა არ გაამწარა, აზრზე ვერ მოვიდა. თვალები რომ გამოიბანა დაინახა, რომ გივიას დაემთავრებინა თავისი ბინძური საქმე და უკვე ვირს ანთავისუფლებდა მახიდან კმაყოფილი სახით. სანამ ბოლომდე გაუშვებდა ვირს, ვანოს შესთავაზა, ვირს მე დაგიჭერ და შენც ისიამოვნეო. ამის თქმაზე ვანო მთლად მოვიდა გონზე და ახლა ისტერიული სიცილი აუტყდა.

გივია მიხვდა, რომ ეს ამბავი მთელ თბილისს თუ არა ინსტიტუტს მაინც მოედებოდა და შეეცადა მეგობარი დაეყოლიბენია მომხდარი ფაქტის საიდუმლოდ შენახვაში, სხვადასხვა მომსახურების სანაცვლოდ: მაგალითად, ოთახის დალაგება–დასუფთავება (ისინი ერთად ცხოვრობდნენ სტუდქალაქში), პურის ან ძეხვის მოტანა, სიგარეტზე ჩასვლა და ა.შ., მაგრამ ვანოს პასუხი ასეთი იყო: გივი თუ გინდა აქვე მომკალი; ეს რომ არ მოვყვე, მაშინ ჩემით მოვკვდებიო.

რა თქმა უნდა ეს ამბავი ვანოს მონაყოლს ეფუძნება, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ როცა გივიას ჰკითხავდა ვინმე ამის შესახებ, არაფერს ამბობდა, ხელს ჩაიქნევდა და გაეცლებოდა მოსაუბრეს.

0
50
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0