სისხლის სამართალი დედამ 5 წელი მალა თავისი ახლად დაბადებული ჩვილები მაცივარში 2013, 7 ოქტომბერი, 11:46 შუა ურალში იძიებოდა ორი ჩვილი ბავშვის მკვლელობის ისტორია, რომლებიც ერთ ერთი მაღაზიის მაცივარში იპოვნეს.როგორც აღმოჩნდა პატარა ტყუპებს თავიანთი დედა გაუსწორდა.ქალმა აღიარა დანაშაული და უკვე იმყოფება შინაპატიმრობაში. დაკითხვისას 30 წლის "ირინამ" თქვა რომ 2008 წელს მან გაჩინა ორი ტყუპი ბიჭუნა.რამდენიმე საათი სახლის ბალკონზე ჰყავდა დამალული, შემდეგ სახლის მაცივარში, შემდეგ კი მაღაზიის მაცივარში გადაიტანა, რომელშიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქონდა დაწყებული მუშაობა. გოგონამ თავის საქციელი იმით ახსნა რომ არ ქონდა დაგეგმილი ბავშვის გაჩენა და რომ მას ეშინოდა დედის რეაქციის. ცნობილი იქნა, რომ დამნაშავე გოგონა დედასთან ცხოვრობდა, ინტერვიუში ნათესავებმა და კოლეგებმა აღნიშნეს, რომ "არც კი უფიქრიათ იმაზე, რომ გოგონა ორსულად შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ვერც შეატყვეს სიმპტომები, " რადგან გოგონა ყოველთვის იყო ფერხორციანი. დაკავებულის სიტყვებით ის აპირებდა ბავშვების დამარხვას ჩუმად, მაგრამ სამუშაოდან გათავისუფლების გამო ვერ შესძლო მაღაზიის მაცივარიდან გამოეტანა ჩვილების სხეულები.ორი გარდაცვლილი ჩვილი იპოვნეს 14 მაისს მაღაზიის მაცივარში. Lifenews.ru–ს თქმით მაღაზიის ერთ ერთი გამყიდველი მივიდა მაცივართან, რათა პროდუქცია გამოეტანა, ამ დროს კი საეჭვო პაკეტს წააწყდა, რომელშიც ჩასვენებული იყო პატარა სხეულები."პოლიციელებმა" ყველა თანამშრომელი დაკითხეს, რომლებსაც ქონდათ შეხება საწყობსა და მაცივართან.ერთ ერთი მათგანი აღმოჩნდა "ირინა", რომელმაც აღიარა დანაშაული. "აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით". სამედიცინო ექსპერტიზის რეზულტატის მიხედვით აღმოჩდა, რომ პატარა ბიჭუნების გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმია იყო."UrallnformBureau"გვაუწყებს რომ წინა წლის რეევიზის შედეგად მაღაზიაში არც ერთი საეჭვო დარღვევა არ იქნა გამოვლენილი. 128 4-ს მოსწონს
|