x
ანჟელიკა და მეფე

გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში, მოსკოვის პროსპექტის და ვარკეთილისკენ მიმავალი გზის კუთხეში ახალაშენებული საქარხნო რაიკომის (ახლა სამგორის რაიონის გამგეობა) შენობის მოპირდაპირე მხარეს, იქ სადაც ზოგჯერ ეხლა ცხვრებს ყიდიან ხოლმე, ორი საშუალო ასაკის კახელი საზამთროს ყიდდა. ერთს თუშური ქუდი ჰქონდა მოგდებული კინკრიხოზე, ხოლო მეორეს კუთხეებში გაკვანძული ცხვირსახოცი ეხურა თავზე. ცხვირსახოციანი ფოთლებიანი პატარა ხის ტოტით უნიავებდა, სარეკლამოდ გაჭრილ საზამთროს, ბუზებისაგან დასაცავად, თუშურქუდიანი კი კლიენტს ემსახურებოდა. კლიენტი რომ გაისტუმრა, ქუდი მოიხადა, იქვე მდგარ ხის ჩრდილს შეეფარა და მდელოზე გატანჯული სახით წამოწვა.

– რა იყო, ეტყობა ბევრი მოგივიდა წუხელ? – ჰკითხა ცხვირსახოციანმა.

– ხო იცი წუხელ ბიძაშვილთან დავრჩი. ძაან მინდოდა ილუზიონის
ყურება მაგრამ არ მომეშვა კაცო და მაგისთვისვე ჩემი ჩამოტანილი ათლიტრიანი გავანახევრეთ.

ილუზიონი სატელევიზიო გადაცემა იყო, რომელიც ყოველ კვირა დღის ღამის 11 საათზე გადიოდა და მხოლოდ საზღვარგარეთულ ფილმებს უჩვენებდნენ. წამყვანი ოთარ სეფიაშვილი იყო და სანამ კინოს ჩვენებას დაიწყებდა ვალდებული იყო საბჭოურად შეეკურთხა დამპალი კაპიტალიზმისათვის, რადგან ასეთ ცუდ ფილმებს იღებდნენ. თავდაპირველად გადაცემა საღამოს 6 საათზე იწყებოდა, მაგრამ მერე, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ქუთაისელების მოთხოვნით (ან ცოტა ადრე დაიწყეთ და ქელეხს გამოვტოვებთო, ან ცოტა გვიან, რომ მიცვალებული სირბილით არ გავასვენოთო) 11 საათისთვის გადასწიეს.

როგორც ირკვევა წინა საღამოს უჩვენებიათ ფილმი „ანჟელიკა და მეფე“ მიშელ მერსიეს მონაწილეობით, ჰოდა საზამთროს თუშურქუდიან გამყიდველს კი ძალიან გული სწყდებოდა ასეთი კარგი ფილმი რომ გამოტოვა. ცხვირსახოციანმა უთხრა, რომ ეგ ფილმი ნანახი ჰქონდა და შეეძლო მოეყოლა. თუშურქუდიანს მოეწონა ეს აზრი, უფრო მოხერხებულად წამოწვა მხართეძოზე და გაემზადა მოსასმენად.ცხვირსახოციანმა მოყვა:

- ერთი კოჭლი ებრაელი იყო, ოქროს ცეხი ჰქონდა. მეფემ ცოლი მოუტყნა და ცეხიც დაუხურა! – დაამთავრა მოყოლა ცხვირსახოციანმა.

1
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
43
  
2013, 7 ნოემბერი, 19:12
რა ეპილოგი აქვს....შენ დაუკა....
0 1 1