x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მკვლელი ტბა, რომელიც ყველა სულიერს აქვავებს.
ამ სტატიაში მინდა რეალური ამბავი გიამბოთ "მკვლელი ტბის" შესახებ, რომელიც ტანზანიის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას Natron-ი ჰქვია. მოგზაურობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ამ ტბასთან ფოტოგრაფი ნიკ ბრანდტი, რომელიც შოკირებული დარჩა მთელი ტბის ფსკერზე გავრცელებული ფრინველთა ქვის ქანდაკებების სანახაობით, ხოლო როდესაც დააკვირდა, მიხვდა რომ ეს არა ქანდაკება, არამედ ნამდვილი არსებები იყო გაქვავებული.


image


როგორც გაირკვა ტბა დიდი ტუტე კონცენტრაციის ყოფილა, რომელიც ბუნებრივად შექმნილა ვულკანის ნაცარის შერევით, ხოლო ტემპერატურა კი წყლისა ხშირად 60 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ამიტომ არის შეუძლებელი აქ ცხოველმა გაუძლოს კოროზიას, რაც ფატალურად დასასრულს ნიშნავს. ნიადაგი მხოლოდ რამოდენიმე მცენარის სახეობას მოერგო და ახლო მდებარე სანაპიროს მობინადრე თევზებს. ამ სახის ელემენტს კი, რასაც ტბა Natron-ი შეიცავს, ეგვიპტელები იყენებდნენ თურმე მუმიების ბალზამირებისთვის.


საოცარი და ამავდროულად შემაშფოთებელი სურათი გადაეშალა თვალწინ ფოტოგრაფ ნიკ ბრანდტს, მან უმალ იშიშვლა თავისი იარაღი და აღბეჭდა მათზე ეს სანახაობა, რათა შემდგომ ჩვენთვის გაეზიარა.



image
imageimage

image

image

10
900
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
900
  
2013, 7 ოქტომბერი, 16:56
:D
2013, 7 ოქტომბერი, 16:52
რა კეთილი ხარ :D:D:D
2013, 7 ოქტომბერი, 8:53
ცოტა ახლოს რომ იყოს რამოდენიმე ადამიანს საბანაოდ დავპატიჟებდი "ს უდავოლსტვიემ" :D
2013, 6 ოქტომბერი, 14:47
რა საინტერესოა. მართლაც საშინელებათა ფილმებს გავს. მშვენიერი სტატიაა.
2013, 6 ოქტომბერი, 13:20
ნამდვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას. თან ერთი საგულისხმო რამეც ახასიათებს ამ ტბას, სპეციფიურ სუნს გამოყოფს ტბის წყალი და ეს იზიდავს ამ საბრალო ფრინველებს.
2013, 6 ოქტომბერი, 13:18
საშინელებათა ფილმის კადრებს გავს:)))))))))
2013, 6 ოქტომბერი, 13:15
ძალიან მომეწონა, საინტერესოა და თან ცოტათი შემზარავიც.
2013, 6 ოქტომბერი, 13:10
კიი, ტუტე შემცველია ძალიან. წარმომიდგენია რა დაემართებოდა ფოტოგრაფს ამის დანახვაზე, სანამ მიხვდა რა ხდებოდა :)
2013, 6 ოქტომბერი, 13:01
მარილის მაღალი კონცეტრაციაცაა და პრაქტიკულად მუმიფიცირებული
არიან ეს საბრალოები.
საინტერესო სტატიაა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10