მოგზაურობა არც თუ ისე შორეულ ბავშვობაში... 2013, 4 ოქტომბერი, 21:05 წინა სტატიის გაგრძელებას ამ სტატიას ნამდვილად ვერ დავარქმევ, ვინაიდან ჩემი სტატია სახელწოდებით "ცოტა რამ უოლტ დისნეის შესახებ" მთელ მის შთაგონების წყაროსა და შემოქმედებას ეხებოდა, ხოლო რასაც ეხლა გთავაზობთ, ვიმედოვნებ რომ უფრო მეტად გაგახალისებთ და თავს ამოგაყოფინებთ "არც თუ ისე შორეულ ბავშვობაში"... ნუ იფიქრებთ ჩემი ხნისები, რომ ჩვენი დრო უკვე წავიდა, რაღა დროს მულტიპლიკაციები, მოგზაურობა და ზღაპრების გმირებთან "ჩაპიკჩერსებაა"... სტოპ, სტოპ და სტოპ.! ამოიგდეთ თავიდან მსგავსი ფიქრები, გული არ ბერდება, ასაკთან ერთად კი სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება მსგავსი სიხარულის შეგრძნებები, მოიხსენით ყოველგვარი კომპლექსი და შვილებთან ერთად თქვენც მიიღეთ სრული სიამოვნება და დასვენება სადაც არ უნდა გაასეირნოთ ისინი.
ეხლა კი მოდით, ვირტუალურად ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ "არც თუ ისე შორეულ ბავშვობაში Disney Land-ის სამყაროში", სადაც ყველა თქვენგანი თავის კუმირ ზღაპრის გმირსა და სახალისო თავგადასავლებს გადაეყრება. აი ასე გვეგებება ზღაპრის გმირების არასრული შემადგენლობა. ეს ფოტო კი დასტურია იმისა, რომ ამ გოგონას შეხედულებებს, ვირუკელას მიმართ სიყვარულსა და ამბიციას დრომ ვერაფერი დააკლო. . პლუტო კარგათ გახალისებულა, ვეღარ ეტევა მისი ფანტაზია "ვოლტ დისნეის" სამყაროში და ბინოკლის მეშვეობით თავის ჩარჩოებს სცდება. მინის ფანი გამოუჩნდა. აი "კიდევ ერთი"... გუფის კარგი დღე არ ადგას, ამ კაცის კუნთებმა ისე შეაშინა, შეწინააღმდეგებას მგონი აზრი არ ჰქონდა. მინიმ დაწუნებული ფანები უარით გაისტუმრა და არჩევანი გუფიზე გააკეთა. გუფიმ იმ კუნთებიან კაცს დაუმტკიცა, რომ მის მამაკაცურ ღირსებებს მეორედ ასე ნუღარ შეხედავენ, მაგრამ საბრალო მიკი გაწბილებული დარჩა მინისთან ამდენი ხნის სიყვარულის შემდეგ. მიკი მაუსისა და მისი მეგობრების გარდა აქ გვხვდებიან "პიტერ პენის" გმირები: მეკობრე კაუჭა, რომელსაც როგორც ჩანს ახალი მტერი გამოუჩნდა. ჯადოსნური ფერია "ტინკერი" თუ "დინ-დინი" ეს თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც ჩანს პიტერისგან უარყოფილი სიყვარულის შემდეგ სულაც არ გრძნობს თავს მარტო და ახალი თაყვანისმცემელის გარემოცვაშია. "სუპერ კაცმა" თავისი კუნთებით მოახერხა და აუბნია ამ გოგონას თავგზა, თუმცა ახლა "სუპერ კაცი" კი არა "მურმანის ეკალი" უფრო გამოდის. როგორც ჩანს რაპუნცელსაც "კიდევ ერთხელ" გაუღიმა სიყვარულში ბედმა. მზეთუნახავ "ბელს" ხელი სთხოვეს და ალბათ ქორწილშიც მალე დაგვპატიჟებენ. ესეც ალისა საოცრებათა ქვეყნიდან მცირე ამალით. ესეც ვეფხვი და დათვი "ვინი პუხის თავგადასავლებიდან". აშკარად არჩევნის გარეშე დარჩენილია და შეშფოთებული ვეფხვი. ფიფქიას თაყვანისმცემელი, რომელიც უმტკიცებს, რომ პატარა გული მთლიანად მას მიაკუთვნა, მაგრამ ფიფქიას ცივი უარი, რადგან გათხოვილა უკვე და შვილიც ჰყავს. თუმცა ეს გასახარი ამბავი ვერ იქნება მისი დედინაცვლისთვის, რადგან სარკეში ამჟამად ორი ფიფქიას დანახვა მოუწევს. ჯამბაზი ყოველთვის და ყველგან ჯამბაზია. საცოლის ცხედარი ამოწმებს კაბას თუ რომელი დიზაინერის ბრენდია, მის დროს სად იყო ასეთი ფუფუნება. რომელიღაც გულშემატკივარს არ გაუმართლა და კუმირისგან იმედგაცრუებულმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. იმედია ცოტახანს მაინც მოგწყვიტეთ არსებულ რეალობას, საქმეს, ოჯახს, ბავშვებს და ხუთიოდე წუთით მაინც გაგრძნობინეთ თავი ვირტუალურად "დისნეილენდის" ზღაპრულ სამყაროში. 56 14-ს მოსწონს
|