სხვა იცით თუ არა, რომ... 2013, 3 ოქტომბერი, 20:53 ჩვენს სამყაროში უამრავ საინტერესო ამბავსა თუ მოვლენას ვაწყდებით ყოველ დღე და დასასრული არ აქვს. მინდა რამოდენიმე მაგალითის შესახებ გესაუბროთ, მიუხედავად იმისა იცოდით, თუ არა, რომ... თურმე პირველი მობილური ტელეფონის ხელით ტარება არავის შეეძლო, ის მხოლოდ მანქანით დაჰქონდათ, რადგან 40 კილოგრამს იწონიდა. რამოდენიმე წლის შემდეგ კი მოუხერხებიათ და მისი წონა 12 კილოგრამამდე შეუმცირებიათ. ყველაზე მეტი ამ საკითხზე კი მარტინ კუპერს უმუშავია, რადგან მან მოახერხა და დღეს ტელეფონის ტარება ყველას თავისუფლად შეგვიძლია. * * * ზვიგენი ერთადერთი თევზია, რომელსაც ორივე თვალის ერთდროულად დახამხამება შეუძლია. * * * დელფინებს ძილის დროს ერთი თვალი ღია აქვთ, ხოლო მეორე კი დახუჭული. ჩრდილოეთის ირემი დიდად არ ჩამოუვარდება მაიმუნს და თურმე საჭმელებიდან ყველაზე მეტად ბანანი უყვარს. * * * სპილო ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ახტომა არ შეუძლია. * * * ყვავილი ფურისულა ხომ გაგიგონიათ? ხოდა თურმე ფურისულა ვულკანის ამოფრქვევის დროს იშლება. რა სასაცილოები ყოფილან თურმე ეს ციყვები, ისინი ზამთრის მარაგს ხის ფუღუროებში ინახავენ, შემდეგ კი ვეღარ პოულობენ, ავიწყდებათ სად რა დამალეს. * * * აქამდე ალბათ ბევრ თქვენგანს ეგონა, რომ ვეფხვს ზოლიანი ბეწვი აქვს, არა, თურმე მისი კანია ზოლიანი. * * * თუ როდისმე კოსმოსში გაფრინდებით, სიხარულის თუ მწუხარების ამას მნიშვნელობა არ აქვს, ცრემლი საერთოდ დაივიწყეთ, რადგან იქ მიზიდულობის ძალა არ არის და ცრემლებს დენა არ შეუძლია. თურმე ქსოვა მამაკაცებმა მოიგონეს 3000 წლის წინ, მაშინ ეს საქმიანობა ქალებს ეკრძალებოდათ. მამაკაცი, რომელიც ყველაზე გრძელ და ლამაზ ნაქსოვს დაამზადებდა, რაინდად ითვლებოდა. მოგვიანებით გადაეცა თურმე ეს საქმე მთლიანად ქალებს. * * * უდაბნო საჰარაში ზოგჯერ ისეთი კოკისპირული წვიმა იცის, რომ წვეთების სიგრძე ადამიანის სიმაღლის ტოლია. იმედი მაქვს გახალისეთ და სიახლეები შევიტანე თქვენს ცნობიერებაში. 144 14-ს მოსწონს
|