მაილი საირუსმა ნიუ–იორკის საზოგადოება შოკში ჩააგდო.
2013, 2 ოქტომბერი, 19:19
მაილი საირუსმა ნიუ–იორკი შოკში ჩააგდო გამოსვლით. მაილი საირუსი–ამერიკელი მომღერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ტელე სერიალით "ჰანნა მონტანა". ახლა კი ამ გოგონამ, რომელმაც კომპანია "დისნეის" საკმაოდ მოუტანა მოგება, გადაწყვიტა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ ის უკვე გაიზარდა და "დიდი" გოგოა. ამ მიზნით წლევანდელ 2013 MTV Video Music Awards ცერემონიაზე სკანდალური გამოსვლა მოაწყო. ერთი სიტყვით ამ 20 წლის "ვარსკვლავმა" ისეთი სანახაობა მოუწყო დამსწრე საზოგადოებასაც და პაპარაცებსაც, რომ ცნობილი ლედი გაგაც კი დაჩრდილა. მაილი სცენაზე ლამის საცურაო კოსტუმით გამოვიდა, სიმღერით როგორც ამბობენ კარგად იმღერა, მაგრამ მისმა საქციელმა და ჩაცმულობამ ყველაფერი დაჩრდილა. როგორც ჩანს გოგონას ენის "გადმოგდებაც" კარგი საქციელი ჰგონია და შანსს არ უშვებს ასე არ გადაიღოს სურათები. გთავაზობთ მაილი საირუსის სურათებს აღნიშნული გამოსვლიდან.
ჰოლივუდის ვარსკვლავის–უილ სმიტის ოჯახის რეაქცია საირუსის გამოსვლაზე.
გემოვნებაზე არ დაობენ, თან არ მღერის ცუდადო -ამბობენ. :)