x
image
K.P.
ანი ქორქია ვაჟის დედა გახდება
imageანი ქორქიას ქორწინება რამდენიმე წელიწადს ითვლის. მისი რჩეული კახა ჩიქოვანია, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს.

"ერთმანეთი საერთო მეგობრების საშუალებით შემთხვევით გავიცანით, თუმცა მანამდე ვიცოდი გარეგნულად როგორი იყო FACEBOOK-ში მყავდა დამატებული.
თავიდან ჯერ თავისი კომპანიით, „მინიბასით“ დამიმეგობრდა და ბევრ კარგ სიმღერას მიდებდა ჩემს გვერდზე. მერე ერთი-ორჯერ გამოველაპარაკე და მითხრა ჩემი გვერდით დაგამატებო, რომ ვნახე მისი გარეგნობაც მომეწონა, ვიფიქრე დავეკონტაქტები ხოლმე, რატომაც არა-თქო. ვერ ვიტყვი, რომ ხშირი მიმოწერა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ თვითონ მწერდა პირველი, ძალიან არ აქტიურობდა ხოლმე, „დასტოინად“ იქცეოდა და ფრიად მოვიხიბლე. 2 წელი პერიოდულად ეს ამბავი მიდიოდა. მერე გავიცანი კიდეც. ერთი თვე ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა. ზრდილობიანად მთავაზობდა ხოლმე ყავა დავლიოთო და ა.შ. როცა დავრწმუნდი, რომ მართლა სერიოზული გრძნობა იყო მისი მხრიდან, ჩემშიაც გაიღვიძა რაღაცამ და აღმოვაჩინეთ, რომ ერთად ყოფნა ჯობდა და ვართ იმის მერე შეყვარებულები. ბანალურად, სანთლის შუქზე სიყვარულის ახსნა არ ყოფილა. ყველაფერი უცბად გადაწყდა"–ასე იხსენებს ანი სიყვარულის ისტორიას.

image

წყვილის ცხოვრებაში სიახლეა, ანი 6 თვის ორსულია და მალე ბიჭის დედა გახდება. პატარას კახას მამის სახელს გიორგის დაარქმევენ, მოფერებით კი გოგლიკოს დაუძახებენ. ანი ჭირვეული ორსული არ გახლავთ, პირველ თვეებში ტოქსიკოზით იტანჯებოდა ახლა კი თავს შესანიშნავად გრძნობს. მას ერთი სული აქვს პატარა როდის დაიბადება, ძიძის აყვანას არ აპირებს, მარტივი სამუშაო აქვს (კვირაში 2 დღე 1 საათი, "რუსთავი 2"-ის ეთერში ლოტო მიჰყავს) და თვლის, რომ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევს თავს. კახა ყურადღებიანი ქმარი და მამაა, ორსულ მეუღლეს მუცელზე ხშირად ეფერება და მთელ შაბათ-კვირას მასთან ერთად ატარებს. ანი ფიზიოლოგიურად იმშობიარებს, მის გვერდით კი და, ლიკა ქორქია იქნება. პატარასათვის ნივთებს უკვე ყიდულობენ და მის დაბადებას მოუთმენლად ელიან. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.


imageimageimageimageimage

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0