შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილმა ქმარს ყველაფერი აპატია 2013, 2 ოქტომბერი, 1:15 ![]() ![]() მომღერალმა დუმილი ქალიშვილის, პატარა ელენეს დაბადების შემდეგ დაარღვია. ის ვარაუდობს, რომ მისი ქმარი პროვოკაციებზე წამოაგეს, ბოროტი ენები მიუტანეს, შედეგიც დადგა: სკანდალური ინტერვიუ და კიდევ ერთი დანგრეული ოჯახი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნინი და ირაკლი ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი არიან. მამა ქალიშვილს ფოტოებით იცნობს. ცხადია მას ფოტოებს ნინი ან მისი გარემოცვა აწვდის, რადგან პატარა ელენეს სურათები ინტერნეტსივრცესა და ჟურნალ-გაზეთებში დღემდე არ გამოქვეყნებულა. (გამოქვეყნებულია რამდენიმე ფოტო, სადაც ელენეს სახე არ ჩანს.) ნინი მეუღლეს ცუდათ არ მოიხსენიებს, ის მაინც ჩემი ქალიშვილის მამააო. მომღერალი დიდი ბებიის რჩევას ითვალისწინებს, ბოღმას გულში არასდროს იდებს, მეუღლესაც ყველაფერი აპატია, ცდილობს ყველაფერს მისი პოზიციიდან შეხედოს. ირაკლი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, შერიგდება თუ არა წყვილი ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი ერთია, მომღერალს ტკივილი და წყენა ჯერ არ განელებია. იქნებ დრომ თავისი გაიტანოს... ![]() მომღერალი კარიერულ წინსვლას არ წყვეტს, დედასთან ერთად დაწერა ახალი სიმღერა, მუშაობს ალბომზე და კახა კუხიანიძესთან ერთად საბავშვო მუსიკალური სკოლა-სტუდია დაარსა, სადაც 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ვოკალსა და პლასტიკას შეასწავლიან. ნინი ძალიან ბედნიერია, მოსწონს დედის ამპლუა. "მე ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე დედისა ამპლუას. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის"-გვიამბობს ნინი. ნინი ბადურაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. სამომავლოდ თუ კარგ ფორმაში იქნება უნდა ბედი სცადოს, პროექტის მოგებაც უნდა და იცის, რომ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. ასე, რომ დიდი შანსია პოპულარული ქართველი მომღერალი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონში ვიხილოთ. ვუსურვოთ ნინის წარმატებები, ბედნიერი დედობა და მომავალი. ![]() ![]() 1622 8-ს მოსწონს 1-ს არა
|