x
image
K.P.
ნანკა კალატოზიშვილი დედის ამპლუაში, როგორ მიდის მისი ოჯახური ცხოვრება და რას გეგმავს სამომავლოდ (+პატარა დანიელის ფოტოები)

imageსულ რამდენიმე თვის წინ ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა.პატარა დანიელი 6 ივნისს მოევლინა ქვეყანას. ბავშვი 4 კილოგრამს იწონიდა და 53 სანტიმეტრი გახლდათ.

ნანკას რჩეული კალათბურთელი ირაკლი კედიაა. წყვილი ოფიციალურად ჯერ არ დაქორწინებულა. ნანკას თუ დავუჯერებთ არც აპირებენ, რადგან მსახიობს ბეჭედდასმული ურთიერთობების არც სჯერა და არც მოწონს, ჩვენ ისეც პატარა ლამაზი ოჯახი ვართო. "მეუფრო ბიჭი მინდოდა. კედო თავიდან გოგოს იძახდა, გოგო მამისთვის ძალიან საყვარელიაო, მაგრამ ბიჭიაო რომ გაიგო, ძალიან გაეხარადა"-გვიამბობდა ნანკა.

პატარამ ოჯახში დიდი სიხარული შეიტანა. მსახიობს დანიელის მოვლაში დედა ეხმარება. "ნანკას ბავშვის მოვლაში დახმარება სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ღამე მაწუხებენ, მაღვიძებენ-მეთქი, მშობლები თავადაც მშვენივრად უვლიან. მეც წყნარად ვარ, ჩემთან რომ არიან. თუ საქმე მაქვს და გასასვლელი ვარ, თამამად ვტოვებ ბავშვს მშობლებთან. ნანკა ყურადღებიანი ყოველთვის იყო და ბავშვის მიმართ ხომ გასამმაგებულად ყურადღებიანია. ნანკაც და ირაკლიც უზომოდ ბედნიერები არიან"-გვიამბობს მსახიობის დედა.image

ნანკას ძალიან მოსწონს დედობა: "დანიელს გაღვიძების პროცესი აქვს იმდენად მაგარი, ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება. იზმორება, დაბნეულია და მერე გიცინის. ნახევრად მე მგავს, ნახვრად-კედოს"

ნანკა საკმაოდ დაკავებული დედა გახლავთ. მუშაობს თეატრში, იღებენ ახალ სერიალში და მალე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემას, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" წაიყვანს. ნანკა ღელავს, რადგან უკვე წელიწადზე მეტია არაფერი წაუყვანია, მისთვის ეს საპასუხისმგებლო საქმეა. შემდეგ სეზონში შესაძლოა ნანკა მონაწილის ამპლუაშიც ვიხილოთ. ვუსურვოთ მსახიობს ოჯახთან ერთად ბედნიერი მომავალი.imageimageimageimageimage


0
333
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0