შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია 2013, 29 სექტემბერი, 0:13
კახიანების ოჯახის გარშემო ჭორების ქარ-ცეცხლი ჯერ კიდევ არ განელებულა. ოჯახის ახალმა წევრებმა ელენემ და ლადომ ოჯახში დიდი სიხარული შეიტანეს. (ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ნინიმ და მისმა დამ რამდენიმე კვირის შუალედით იმშობიარეს. ანასტასიამ ვაჟს ლადო დაარქვა.) ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე სასიხარულო ამბავიც კი გაგვიმჟღავნა. მომღერალმა დედასთან, ეკა კახიანთან ერთად ახალი სიმღერა დაწერა, რომლის პრემიერაც სულ მალე გაიმართება. ნინიმ ახალ ალბომზე მუშაობაც დაიწყო და უნდა საქმე ბოლომდე მიიყანოს. ეს ყველაფერი როდია მან კახა კუხიანიძესთან ერთად საბავშვო მუსიკალური სკოლა-სტუდია დაარსა, სადაც 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ვოკალსა და პლასტიკას შეასწავლიან. "მეგობრებო გაიხსნა ახალი საბავშვო მუსიკალური სტუდია, სადაც შეისწავლება სიმღერა და ცეკვა. დამფუძნებლები ვართ მე და კახა კუხიანიძე. გულით გელით"-წერს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ჩამოვიდა თუ არა საქართველოში ირაკლი კუტალაძე ქალიშვილის გასაცნობად დღემდე უცნობია. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი დედობა... 1305 3-ს მოსწონს
|