კინო ნაწარმოებები, რომელთა ფილმად გადაღება შეუძლებელია 2013, 28 სექტემბერი, 13:45 ![]() თუ გრაფი მონტე კრისტო. ბევრი ნაწარმოები სწორედ ფილმად ქცევის შემდეგ გახდა პოპულარული, როგორც მაგალითად ნათლიმამა. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომანის ფილმად ქცევა არ არის მხოლოდ დიალოგისა და მოქმედების ფურცლიდან ეკრანზე გადატანა. ხშირ შემთხვევაში რომანის გმირის ხასიათს მკითხველი მისი აზრებიდან ან ავტორისეული მონათხრობიდან იგებს. დიდი მნიშვნეობა აქვს თხრობით პერსპექტივას, მოვლენათა ხედვას ამა თუ იმ პერსონაჟის თუ ავტორის თვალსაზრისიდან. ფილმში კი მთხრობელი თითქმის გამქრალია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში გადმოცემული ეფექტი გარკვეულწილად შეიძლება ფილმშიც შენარჩუნდეს, ის საშუალებები, რომლითაც აღნიშნული ეფექტი მიიღწევა სრულიად განსხვავებულია. ფილმსა და წიგნს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ პირველში სურათი პირდაპირ გვეძლევა, წაკითხულის შემთხვევაში კი სურათის წარმოსახვის სტიმულირება ხდება. ამდენად, კითხვა შედარებით მეტ გონებრივ დატვირთვას ითხოვს. ამას გარდა, ფილმი დროში შეზღუდულიც არის (ჩვეულებრივ მაქსიმუმ 2 საათი), მაშინ, როცა მსოფლიო კლასიკად ქცეული რომანების დიდი ნაწილი რამდენიმე ტომად არის გამოცემული. და კიდევ ერთი, ყველაზე საინტერესო განსხვავება წაკითხულსა და ფილმს შორის: კითხვის პროცესში საშუალება გვაქვს ჩვენეულად წარმოვიდგინოთ პერსონაჟი, ფილმში კი იგი მზა-მზარეული გვეძლევა კონკრეტული მსახიობის სახით. ყოველივე აქედან გამომდინარე, მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოების ეკრანიზაცია ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან რეჟისორი ორმაგი გამოწვევის წინაშე დგება: ფილმის წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთი მხრივ განაწყენდება მკითხველი, რომელიც ნაწარმოებს უკვე იცნობს, მეორე მხრივ კი რომანს დაეკარგება პოტენციური მკითხველი, რომელსაც ფილმის ნახვის შემდეგ, სავარაუდოდ, ნაწარმოების წაკითხვის სურვილი აღარ ექნება. თუმცა მსოფლიო დონის ნაწარმოების წარმატებული ადაპტირებაც აუცილებლად გამოიწვევს დადებითთან ერთად უარყოფით შეფასებს - ეს კი უკვე გემოვნების საკითხია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რომანს, რომლის ადაპტირებაც, ვფიქრობ, შეუძლებელი და არასასურველიც კი იქნება მათი სიუჟეტური თუ სტილისტური მახასიათებლებიდან გამომდინარე. ![]() ![]() ადამიანის ცნობიერების, შინაგანი მონოლოგის მთელი სირთულე. მკითხველი მისდევს დუბლინში მოსიარულე პერსონაჟების ცნობიერებას, აზროვნებას, რომლის გადმოცემაც ფურცელზეც კი მხოლოდ პუნქტუაციის ნიშნების უარყოფით ხდება შესაძლებელი. ![]() ![]() სამუელ ბეკეტის ტრილოგია მოლი, მალონი კვდება, უსახელო, რომელშიც ირღვევა როგორც პერსონაჟები, ასევე ამბავი, თხრობა და რჩება მხოლოდ გაურკვეველი ცნობიერება. ![]() მიშელ ბიუტორის მოდიფიკაცია, რომანი, რომელიც მთლიანად „თქვენობით“ ფორმაშია დაწერილი და მატარებლის ვაგონში მყოფი მთავარი პერსონაჟის შინაგან მონოლოგს წარმოადგენს, რომელშიც ერთმანეთში ირევა მითიური და რეალური, არსებული და სასურველი, და რომლის უსასრულოდ გრძელი ფრაზები ხშირად 2 გვერდამდეა გაშლილი. ამჯერად აქ შევჩერდები, თუმცა ამ ნუსხაში შესატანი ალბათ კიდევ ბევრი ნაწარმოები არსებობს, რომლებზე დაფიქრებაც მკითხველისთვის მომინდია... 700 3-ს მოსწონს
|