ტკბილეული ბანანის ესკიმო (ფოტო რეცეპტი) 2013, 28 სექტემბერი, 19:00 ![]() ინგრედიენტები: 2 ბანანი, 100 გრ რძიანი შოკოლადის ფილა, 50 გრ (ნიგოზი ან მიწის თხილი) ![]() მომზადების წესი: ბანანი, გაუფცქვნელად დავჭრათ 4 ან 3 ნაწილად. ![]() თითოეულ ნაჭერში ჩავარჭოთ ნაყინის ჯოხები ან ჩაის კოვზი. ![]() ![]() შემდეგ მოვხსნათ ქერქი, მოვაჭრათ ბანანს ბოლოები, რომ ყველა ერთი ზომის იყოს. დავალაგოთ გამზადებული ბანანი თეფშზე და გავყინოთ 3-4 საათით. ![]() ნიგოზი დავაბლენდეროთ ან დავჭრათ. ![]() შოკოლადი გავადნოთ ნელ ცეხლზე სანამ არ მივიღებთ თხევად მასას. ![]() ბანანს წაუსვათ მიღებული შოკოლადის მასა. ![]() როგორც კი ამოავლებთ შოკოლადში მოაყარეთ გახეხილი ნიგვზის ან თხილის მასა, რადგან ბანანი ცივი არის შოკოლადიც მალე ცივდება. ![]() 30-60 წუთით ისევ დაბრუნეთ საყინულეში. ![]() ![]() 138 5-ს მოსწონს
|