ტკბილეული ბანანის ესკიმო (ფოტო რეცეპტი) 2013, 28 სექტემბერი, 19:00
გემრიელი, უცხო, გაყინული დესერტი, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება. ასეთი დესერტი განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს. გაყინულ ბანანს აქვს მყარი კრემისებური სტრუქტურა, რომელსაც მშვენივრად ავსებს შოკოლადი და გახეხილი ნიგოზი.
ინგრედიენტები: 2 ბანანი, 100 გრ რძიანი შოკოლადის ფილა, 50 გრ (ნიგოზი ან მიწის თხილი) მომზადების წესი: ბანანი, გაუფცქვნელად დავჭრათ 4 ან 3 ნაწილად. თითოეულ ნაჭერში ჩავარჭოთ ნაყინის ჯოხები ან ჩაის კოვზი. შემდეგ მოვხსნათ ქერქი, მოვაჭრათ ბანანს ბოლოები, რომ ყველა ერთი ზომის იყოს. დავალაგოთ გამზადებული ბანანი თეფშზე და გავყინოთ 3-4 საათით. ნიგოზი დავაბლენდეროთ ან დავჭრათ. შოკოლადი გავადნოთ ნელ ცეხლზე სანამ არ მივიღებთ თხევად მასას. ბანანს წაუსვათ მიღებული შოკოლადის მასა. როგორც კი ამოავლებთ შოკოლადში მოაყარეთ გახეხილი ნიგვზის ან თხილის მასა, რადგან ბანანი ცივი არის შოკოლადიც მალე ცივდება. 30-60 წუთით ისევ დაბრუნეთ საყინულეში. გემრიელად მიირთვით. 138 5-ს მოსწონს
|