x
image
blednalici
ბანანის ესკიმო (ფოტო რეცეპტი)
image

გემრიელი, უცხო, გაყინული დესერტი, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება. ასეთი დესერტი განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს. გაყინულ ბანანს აქვს მყარი კრემისებური სტრუქტურა, რომელსაც მშვენივრად ავსებს შოკოლადი და გახეხილი ნიგოზი.



ინგრედიენტები: 2 ბანანი, 100 გრ რძიანი შოკოლადის ფილა, 50 გრ (ნიგოზი ან მიწის თხილი)

image



მომზადების წესი: ბანანი, გაუფცქვნელად დავჭრათ 4 ან 3 ნაწილად.image


თითოეულ ნაჭერში ჩავარჭოთ ნაყინის ჯოხები ან ჩაის კოვზი.imageimage


შემდეგ მოვხსნათ ქერქი, მოვაჭრათ ბანანს ბოლოები, რომ ყველა ერთი ზომის იყოს. დავალაგოთ გამზადებული ბანანი თეფშზე და გავყინოთ 3-4 საათით.image


ნიგოზი დავაბლენდეროთ ან დავჭრათ.image


შოკოლადი გავადნოთ ნელ ცეხლზე სანამ არ მივიღებთ თხევად მასას.image


ბანანს წაუსვათ მიღებული შოკოლადის მასა.

image


როგორც კი ამოავლებთ შოკოლადში მოაყარეთ გახეხილი ნიგვზის ან თხილის მასა, რადგან ბანანი ცივი არის შოკოლადიც მალე ცივდება.image


30-60 წუთით ისევ დაბრუნეთ საყინულეში.imageimage

გემრიელად მიირთვით.

1
138
5-ს მოსწონს
ავტორი:blednalici
blednalici
138
  
2013, 23 ოქტომბერი, 17:36
როგორ მომეწონა, უნდა გავაკეთო:))
0 1 1