საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვის ახალი შედეგები 2013, 27 სექტემბერი, 20:45 Intermedia.ge -ზე 21-27 სექტემბერს ჩატარებულ გამოკითხვაში „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე 16274 მომხმარებელმა.
გამოკითხულთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: 1. გიორგი მარგველაშვილი - 37.9 % 2. დავით ბაქრაძე - 25.8 % 3. ნინო ბურჯანაძე - 8.6 % 4. შალვა ნათელაშვილი - 3.5 % 5. სხვა კანდიდატები - 5 % არჩევნებზე არ მიდის გამოკითხულთა 12.7%, ხოლო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია 6.5% Intermedia.ge კვირის რეიტინგთან ერთად, დღეს ასევე გთავაზობთ ორი წამყვანი კანდიდატის ხმების გადანაწილებას რეგიონებისა და ზოგიერთი ქალაქის მიხედვით, ხოლო მომავალი კვირის გამოკითხვაში შემოგთავაზებთ ხმების გადანაწილებას ასაკისა და სქესის მიხედვით. გიორგი მარგველაშვილი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს იმერეთში (ქუთაისის გამოკლებით), სადაც მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 48.8%, ხოლო ქ. ქუთაისში დავით ბაქრაძე ლიდერობს 34.8%-ით, მაშინ როცა მარგველაშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 31.7%. აჭარაში (ბათუმის გამოკლებით) მარგველაშვილს მხარს უჭერს 42.7%, ხოლო ბაქრაძეს 22.3%, მაშინ როცა ქ. ბათუმში ლიდერობს ბაქრაძე 31%-ით, ხოლო მარგველაშვილს მხარს უჭერს 27.9%. 5338 20-ს მოსწონს 1-ს არა
|