ვიწყებ ჩემი სტატიის წერას იმ ადამიანზე, რომელმაც ბევრს
მიაღწია. ის ჩემთვის განსაკუთრებული და მისაბაძი მაგალითია. საუბარი მაქვს ამერიკელ ბიზნესმენზე, დონალდ ტრამპზე. ის დაიბადა 1946 წ–ის 14 ივნისს, ნიუ–იორკის შტატ კუინსში. ის ცნობადი სახეა ტელევიზიასა და რადიოში, ასევე გახლავთ კომპანია
Trump Organization პრეზიდენტი და Trump
Entertainment Resort–ის დამპუძნებელი, ამ კომპანიის დაქვემდებარებაშია მსოფლიოს მასშტაბით კაზინოებისა
და სასტუმროების ქსელები. საკუთარი ბიზნესი ტრამპმა დაიწყო ოტელ „კომოდორის“ რეკონსტრუქციით სასტუმრო „გრანდ ჰაიტში“. შემდგომ ნიუ–იორკში „ტრამპ–თაუერის“ მშენებლობა დაიწყო.
რამოდენიმე ხნის შემდეგ სცადა ძალების მოსინჯვა ავიაბიზნესში (შეიძინა Eastern Shuttle კომპანია). ასევე ატლანტიკ–სიტიში შეიძინა რამოდენიმე კაზინო. ყოველივე ამის შედეგად ტრამპს დიდი ვალი დაედო,
რომლის გასტუმრება მას არ შეეძლო. 1990–იანი წლის დასასრულს ტრამპმა კვლავ მიაღწია
წარმატებას და მოიპოვა საზოგადოების აღიარება. 1997 წელს დაიწყო :რივერსაიდ–საუტის“
მშენებლობა . 2010 წელს ტრამპმა განაცხადა Fox
News–სთან ინტერვიუს დროს. რომ ის კენჭს იყრიად საპრეზიდენტო არჩევნებზე ა.შ.შ–ში 2012 წლისთვის. ჩემი აზრით ეს არის ყველასთვის მისაბაძი ადამიანი,
რადგან მან ყველაფრის მიუხედავად ყველა იმ
პრობლემის მოგვარება შეძლო რომელიც მას წინ ეღობებოდა. ამით ჩანს რომ ის მიზან დასახული,
მებრძოლი და უშიშარი ადამიანია...