x
image
სალო123
ზურა ხიზანიშვილი - ფაქტია რომ ეროვნულ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ზურა ხიზანიშვილმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ზურა ხიზანიშვილი : -
“მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.
დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი.
მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც
ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე.
მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან სამწუხაროდ უკვე ეროვნული ნაკრების
გარეშე.
ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები,
საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და ტურქეთის უმაღლეს ლიგებში.
მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები
91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა.
იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების
მაისური, ნებისმიერი სპორცმენისთვის ყველაზე დიდი პატივია.
მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული
ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუტრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას.
არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის.
მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.
პატივისცემით
ზურა ხიზანიშვილი "

0
25
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0