ფეხბურთი პიკე:ყოველთვის სასიამოვნოა კომედიის ყურება 2013, 26 სექტემბერი, 12:02 ![]() მადრიდელები მხოლოდ კატალონიელებს და მათ თანაქალაქელებს ჩამორჩებიან. მატჩის 51 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან ელჩეს ფეხბურთელმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა მადრიდელი ხოლო კრიშტიანომ ეს ჯარიმა გოლად აქცია.მატჩის მოვლენები საკმაოდ დრამატულად წარიმართა, არბიტრის კონპენსირებულ დროში კერძოდ კი 92' წუთზე ელჩეს ფეხბურთელებმა მოახერხეს და ერთი გოლი გაქვითეს რიჩმონდ ბოაკიეს დახმარებით ხოლო 93 წუთზე მსაჯმა მადრიდელებს დაუმსახურებელი პენალტი დაუდო, რათქმაუნდა ეს პენალტიც გამოიყენა კრიშტიანუმ და საბოლოო ჯამში სამეფო კლუბმა 1-2 იმარჯვა. მატჩის შემდეგ კი ხერარდ პიკემ Twitter-ის მეშვეობით საკმაოდ ცინიკური კომენტარი გააკეთა ეს პოსტი უპასუხოდ ალვარო არბელოამ არ დატოვა. ![]() "ვუყურე კომედიას Canal +-ზე, ყოველთვის სასიამოვნოა დღის ამ მონაკვეთში ასეთი მხიარული რამის ნახვა" - დაწერა პიკემ. მოგვიანებით არბელოამ თანამემამულის პოსტი ნახა და ასევე ცინიკურად უპასუხა. ![]() 37 4-ს მოსწონს
|