ფეხბურთი პიკე:ყოველთვის სასიამოვნოა კომედიის ყურება 2013, 26 სექტემბერი, 12:02
25 სექტემბერს "ელჩემ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში სადაც მადრიდელებმა 1-2 სძლიეს ახალბედებს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. მადრიდელები მხოლოდ კატალონიელებს და მათ თანაქალაქელებს ჩამორჩებიან. მატჩის 51 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან ელჩეს ფეხბურთელმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა მადრიდელი ხოლო კრიშტიანომ ეს ჯარიმა გოლად აქცია.მატჩის მოვლენები საკმაოდ დრამატულად წარიმართა, არბიტრის კონპენსირებულ დროში კერძოდ კი 92' წუთზე ელჩეს ფეხბურთელებმა მოახერხეს და ერთი გოლი გაქვითეს რიჩმონდ ბოაკიეს დახმარებით ხოლო 93 წუთზე მსაჯმა მადრიდელებს დაუმსახურებელი პენალტი დაუდო, რათქმაუნდა ეს პენალტიც გამოიყენა კრიშტიანუმ და საბოლოო ჯამში სამეფო კლუბმა 1-2 იმარჯვა. მატჩის შემდეგ კი ხერარდ პიკემ Twitter-ის მეშვეობით საკმაოდ ცინიკური კომენტარი გააკეთა ეს პოსტი უპასუხოდ ალვარო არბელოამ არ დატოვა. "ვუყურე კომედიას Canal +-ზე, ყოველთვის სასიამოვნოა დღის ამ მონაკვეთში ასეთი მხიარული რამის ნახვა" - დაწერა პიკემ. მოგვიანებით არბელოამ თანამემამულის პოსტი ნახა და ასევე ცინიკურად უპასუხა. "ბედნიერი ვარ, სამი ქულის გამო. გაკვირვებული ვარ, რომ ზოგიერთმა თეატრი კინოზე გაცვალა"-ასევე ალვარომ პოსტს სურათი დაურთო რომელიც მადრიდელთა ავტობუსშია გადაღებული 37 4-ს მოსწონს
|