ჯორჯიის შტატის მკვიდრმა, კლიფ კლუჯიმ e-bay-ს აუქციონზე გამოიტანა ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით წარმოადგენს კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტს. ლოტის სასტარტო ფასი შედაგენს 5 მილიონ დოლარს, აუქციონის გარეშე კი მისი შეძენა შეიძლება სულ რაღაც (!) 15 მილიონ დოლარად.
![კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი
აღმოჩენილია image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013092522334846204.jpg)
აღნიშნული საბუთი, რომელიც დათარიღებულია 1943 წლით, ანტიკვარიატით მოვაჭრე კლუჯიმ აღმოაჩინა ჯორჯიის შტატში მცხოვრები ცნობილი ქიმიკოსის პირად მიმოწერაში, რომელიც მან აუქციონზე შეიძინა. კლუჯის თქმით, ჩანაწერზე არის რამდენიმე მინიშნება იმის თაობაზე, რომ საქმე ეხება ნამდვილად კოკა-კოლას რეცეპტს. სავარაუდოდ, სასმელის მწარმოებელმა კომპანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს რეცეპტი გაუგზავნა ცნობილ ქიმიკოსისს, რადგან ზოგიერთი ინგრედიენტის მოპოვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა, - ვარაუდობს კლიფ კლუჯი.
კოკა-კოლას წამომადგენელი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯორჯიის მკვიდრის მიერ ორიგინალი რეცეპტია აღმოჩენილი. მისი სიტყვებით, ჩანაწერი შეიცავს კოკა-კოლას მსგავს რეცეპტს, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი კოკა-კოლა.
1886 წელს, ამერიკელი ფარმაცევტის, ჯონ პემბერტონის მიერ შექმნილი სასმელის ფორმულა ინახება ატლანტაში, კოკა-კოლას მუზეუმში. 2011 წელს რადიოშოუს, This American Life, ეთერში თითქოსდა გაცხადებულ იქნა კოკა-კოლას რეცეპტი, რომელშიც გაშიფრული იყო საიდუმლო ინგრედიენტი Merchandise X7. თუმცა კომპანიაში არც ამ რეცეპტის ნამდვილობა დაუდასტურებიათ.