შესანახი პროდუქტები პროდუქტების კონსერვირება-როგორც ხელოვნება 2013, 25 სექტემბერი, 20:13 ოდითგანვეა ცნობილი კვების პროდუქტების შენახვა ზამთრისათვის-ანუ კონსერვირება. ამ ტექნოლოგიურმა პროცესმა დღესდღეობით პიკს მიაღწია: არსებობს კონსერვირების ათასობით რეცეპტი და ხერხი. ხშირ შემთხვევაში მას ხელოვნების სახეც კი აქვს:სხვადასხვა ზომის ქილები და ბოთლები, სავსე სხვადასხვაგვარი გემრიელობებით, თავს იწონებენ სარდაფის ან საკუჭნაოს თაროებზე. ისინი გემოთი და სილამაზითაც კი არაფრით არ ჩამოუვარდებიან თავიანთ ქარხნულ "თანამოძმეებს", ხშირ შემთხვევაში კი ბევრად სჯობნიან მათ. საკუთარი ხელით მომზადებული ხომ გაცილებით გემრიელია, სანდო, მავნე ქიმიური კონსერვანტების გარეშე დამზადებული და რაც მთავარია, შესახედავად გაცილებით მიმზიდველი და მადისაღმძვრელი. გთვაზობთ ფოტოლბომს, რომლის ხილვითაც თქვენ დარწმუნდებით, რომ კონსერვირება-ნამდვილი ხელოვნებაა. 1871 17-ს მოსწონს
|