შოუბიზნესი ტარიელ სუარი - მე და იას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ამით დავამთავროთ 2013, 25 სექტემბერი, 13:42 რამოდენიმე დღის წინ, ია ფარულავამ ჯვარი ფრანკფურტში მოღვაწე ქართველ მუსიკოსზე ტარიელ სიაურზე დაიწერა. ტარიელმა მას ცოლობა პირდაპირ ეთერში სთხოვა, ეთერის დასრულების შემდეგ წყვილმა ჯვარი დაიწერა. იას ამ ნაბიჯმა ძალიან ბევრი ადამიანი გააკვირვა, თუმცა როგორც სჩანს ტარიელის ნაცნობებიც გაკვირვებულნი დერჩნენ . ტარიელ სუარი; “ თბილისიდან უკვე რამოდენიმეჯერ დამირეკეს. შენი ურთიერთობა ხალხს აინტერესებსო. გასაგებია ჩემო კარგებო მაგრამ, მე ის უფრო მაინტერესებს რაც ხალხს ოდნავ მეტ სარგებელს მოუტანს.ისე რომ თემა ამოიწურა. მე და იას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ამით დავამთავროთ. მკითხეთ საგიტარო ხელოვნებაზე. მენეჯმენტზე, ქართველი ხელოვანების საქართველოს საზღვრებს გარეთ ღონისძიებების მოწყობის გაათმაგების პერსპექტივაზე და ასე შემდეგ." როგორც სჩანს ვირტუოზი ია ფარულავაზე თავდავიწყებითაა შეყვარებული, მის ფეისბუქის გვერდზე იას არაერთ ფოტოს წააწყდებით სათაურებით : “ჩემი ერთადერთი", “ადამიანი რომელთან ერთადაც 60 წლის შემდეგ მივხვდები რომ ნელი ნელა სიბერე ჩვენსკენაც მოიპარება თურმე", “ადამიანი რომელთან ერთადაც 60 წლის შემდეგ მივხვდები რომ ნელი ნელა სიბერე ჩვენსკენაც მოიპარება თურმე" და ა.შ. ტარიელ სუარი - “ადამიანი რომელსაც მაღალზნეობრივ ფასეულებებზე და ღირებულებებზე წინ არასოდეს არაფერი დაუყენებია. ადამიანი რომელიც საზოგადოებში კეთილშობილების წყაროს სახით უწყვეთათ ჩამოედინება. ადამიანი რომლის გარეგნული და შინაგანი მშვენიერება მარადიული სილამაზის სიმბოლოდ იქცა. ადამიანი რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს. 93 3-ს მოსწონს
|