კინო
ჩემი ცოლის დაქალები - რა მოხდება ახალ სეზონში?
2013, 23 სექტემბერი, 15:59
"ჩემი ცოლის დაქალები" საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ახალი სეზონი მალე გამოვა ტელეეკრანებზე და ისევ ჩაგვითრევს ახალ და საინტერესო ინტრიგებში. როგორც რეჟისორისგან იქნა ცნობილი, ამ სეზონში მაყურებელი მრავალ ახალ სახეს იხილავს. რეჟისორმა ასევე გაუნდო საზოგადოებას მცირედი სიურპრიზები:
- სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნინა დაოჯახდა და ახლა ის სერიალშიც და სერიალს გარეთ ცხოვრებაშიც ელოდება პატარას. მინდა ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები ვუსურვო მას.
- ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება კატოსა და დიტოს ურთიერთობა. მათი ოჯახი უკრაინელი გოგონას გამო დაინგრა, ისინი გაეყრებიან, დიტო კიევში მიემგზავრება, ხოლო კატო სრულებით არ იტანჯება მარტოობით. მის ცხოვრებაში ახალი "პრინცი" იბადება, რომელიც ახალგაზრდა ბიზნესმენია.