სასარგებლო პროდუქტები პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობას და სილამაზეს შეგინარჩუნებთ 2013, 25 სექტემბერი, 17:35 ქალის სილამაზის მთავარი წყარო ე.წ ახალგაზრდობის ჰორმონი გახლავთ ესტროგენი, რომელიც ხელს უწყობს კანის სიმკვრივის შენარჩუნებას. ასაკის მატებასთან ერთად ესტროგენის გამომუშავება კლებულობს. ამიტომ კვების რაციონში ქალბატონებმა უნდა ჩართონ ესტროგენის შემცველი პროდუქტები, რომელიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და გადადებს სიბერის მოახლოებას. ავოკადო დიდი ხანია ცნობილია ამ ტროპიკული ხილის სამკურნალო თვისებები. მასში შემავალი ზეთი შემადგენლობით ზეითუნისას გავს, მაგრამ უფრო სქელია. ის იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და პასუხისმგებელია კანის შიგნიდან დატენიანებაზე, ავოკადოს მომხმარებლებს ქოლესტერინის სიჭარბე არ ემუქრებათ, ავოკადოს ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები. ![]() მწვანე ბოსტნეულის და ხილის წვენი ახლადგამოწურული წვენი შეგმატებთ სიმხნევეს დღის განმავლობაში, ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმს ანტიოქსიდანტების დღიური ნორმით, რომლებიც ახალგაზრდობის და ენერგიის მთავარი წყაროა. მწვანე ბოსტნეულს და ხილს უწოდებენ "ბუნებრივ ჰორმონებს", ისინი მნიშვნელოვნად ანელებენ დაბერების პროცესს. ყოველი სეზონი თავის ინგრედიენტებს გვკარნახობს" ზაფხულში კიტრი, კამა, პიტნა და კივი, ზამთარში-ისპანახი ბაბუაწვერით, ვაშლი და მწვანე ლიმონი-ლაიმი. ![]() ორაგული შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 მჟავებს, რომელიც მრავლად არის ნაოჭების საწინააღმდეგო შრატებსა და საცხებში. ფასდაუდებელი ცხიმი ხელს უწყობს კანის ლიფტინგს, უნარჩუნებს მას ელასტიურობას და ტონუსს. ამასთან პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობაზე. ![]() ზეითუნის ზეთი მშრალი კანი უფრო ადვილად ბერდება, ყველაზე ეფექტური ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც კანს ატენიანებს გახლავთ ზეითუნის ზეთი. პირდაპირი გამოხდით მიღებული ზეთი შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აღადგენს კანის უჯრედებს. თავად სოფი ლორენი აღიარებს მას თავისი სილამაზის მთავარ წყაროდ. ![]() მწვანე ჩაი ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. კანის სინორჩის შენარჩუნებისთვის ყოველდღიური ნორმა 3-4 ფინჯანი ჩაი გახლავთ. ამასთან დაყენებული ჩაის გაციებული პაკეტები საუკეთესო საშუალებაა თვალის ჩამოსიებული უპეების დასაწყნარებლად. ![]() კივი ყველაზე ეფექტური ხილია კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. იგი შეიცავს Е და С ვიტამინის დამრტყმელ დოზას, რომელიც კანს იცავს ტოქსინების და ულტრაისფერი გამოსხივებისგან. ამასთან კივი ნაკლებად კალორიულია, ამიტომ წონის მატების პრობლემა არ შეგექმნებათ. ![]() 447 2-ს მოსწონს
|