x
image
natia.a
5 მწერალი, რომელთა ნაწარმოებებზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ფილმია შექმნილი
ცნობილია, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების დიდი ნაწილი საფუძვლად ედება მხატვრულ ფილმებს. მართალია, ამგვარი ადაპტირება შეიძლება იყოს როგორც წარმატებული ისე წარუმატებელი, მაგრამ არის ისეთი რომანებიც, რომელთა სიუჟეტზე ასობით ფილმია გადაღებული. ამჯერად წარმოგიდგენთ ხუთ მწერალს, რომელთა ნაწარმოებები მსოფლიოში ყველაზე მეტ ფილმს დაედო საფუძვლად.

1. ედგარ ალან პოს ნაწარმოებებისგან არის შთაგონებული 251-მდე ფილმი, დაწყებული სიმფსონების სერიებიდან, დამთავრებული ჯონ კიუსაკის 2012 წელს გამოსული ფილმით, ყორანი.


image
















2. ალექსანრე დიუმას ნაწარმოებები საფუძვლად დაედო 247 ეკრანულ ადაპტაციას, მათ შორის 99% გადაღებულია სამი მუშკეტერის მიხედვით.

image


3. თუ პოსა და დიუმას მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების ადაპტირება მოხდა, ჩარლზ დიკენსის თითქმის ყველა ნაწარმოები ეკრანიზებულია, რაც საერთო ჯამში 300 ფილმს შეადგენს.


image


4. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს ამ საიში ანტონ ჩეხოვის სახელი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ნაწარმოებები 320 ფილმს დაედო საფუძვლად. მათ შორის უმრავლესობა რუსულია.


image


5. ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი პოეტის, უილიამ შექსპირის პოემები 883 ადაპტაციას ითვლის. ამათგან უმეტესობა რომეო და ჯულიეტას თემაზეა შექმნილი.


image


4
776
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
776
  
2013, 23 სექტემბერი, 14:53
გეთანხმები, გენიალურია.
2013, 23 სექტემბერი, 14:51
მადლობა:)
2013, 23 სექტემბერი, 12:10
შექსპირი ჩემი უსაყვარლესი მწერალია.
2013, 23 სექტემბერი, 11:59
კარგი სტატიაა
0 1 4