ფეხბურთი ილურიძის წყალობით თეთრები მწვავედ იჩხვლიტებიან 2013, 22 სექტემბერი, 17:56 როგორც მოგეხსენებათ სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ილურიძემ დილა დატოვა და ხორვატიაში - კლუბ ჰაიდუკში გადაბარგდა. მან მალევე მოახერხა თავის გამოჩენა და ხორვატულ ზადართან, ერთადერთი გამარჯვების გოლის გატანა შეძლო და ასევე რამოდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა. ამას გამოხმაურება მოჰყვა ხორვატულ სპორტულ გამოცემებში. აი რას წერს sportske novosti: "ჰაიდუკის ფანები გახარებულნი არიან ილურიძის გადმოსვლით, ისინი აპლოდისმენტებით შეეგებენ მას და ასევე აპლოდისმენტებით გააცილეს როდესაც იგი იგორ ტუდორმა გაიყვანა მოედნიდან. ილურიძე საუკეთესო იყო, გოლის მომენტში არც კი დაფიქრებულა და შეძლო რამოდენიმეჯერ გაემწვავებინა სიტუაცია. ფაქტია რომ ილურიძე ის არის რაც ჰაიდუკს აკლდა და მისი წყალობით თეთრები მწვავედ იჩხვლიტებიან. " 25 2-ს მოსწონს
|