კახეთი სოფელი ქისტაური წყალს მიაქვს 2013, 22 სექტემბერი, 15:00 სოფელი ქისტაური რომელიც მდებარეობს, ახმეტის რაიონში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ქისტაურის ხევმა, ჯებირები გადალახა და სოფელში შევიდა. ამ დროისთვის: დახოცილია შინაური ფრინველი, დატბორილია ეზოები, განადგურებულია ყველანაირი ტექნიკა და წყალს მთლიანად დაკავებული აქვს 60 სახლის პირველი სართული. სპეციალურ რეჟიმში მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახურები და ცდილობენ ამოტუმბონ წყალი სახლებიდან. მოსახლეობა ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს სახლებში შესვლას და მოითხოვენ აუცილებლად გაკეთდეს სოფელში უფრო ძლიერი ნაპირ-სამაგრი ჯებირები 114 2-ს მოსწონს
|