ამერიკაში გამოვიდა ჯეკ ნიკოლსონის ახალი ბიოგრაფია, რომელიც მსახიობის სრულიად სხვა მხარეზე მოგვითხრობს. როგორც მწერალი - მარკ ელიოტი ამბობს, ჯეკ ნიკოლსონი წლების განმავლობაში მოიხმარდა კოკაინს, ე.წ. ”ლსდ”-ის და მარიხუანას.ამას მისი ტუჩების უნებლიე მოძრაობებიც მეტყველებს.
მსახიობს ”ლსდ”-ის მოხმარება 1960 წლისთვის დაუწყია.
მალე ნიკოლსონი რეგულარულად მოიხმარდა აღნიშნულ ნარკოტიკს და ამას არც მალავს. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ თავდაპირველად ”ლსდ” ფილმ ”ტრიპის” სცენარზე მუშაობისას
გასინჯა და ეს ლოგიკურიც არის (იხ.სურათი). მან გადაწყვიტა, თავად გაესინჯა ის, რაზეც მას წერა უხდებოდა. ბიოგრაფი დარწმუნებულია, რომ ნიკოლსონი ამ ფილმზე მუშაობის პერიოდში, გაჟღენთილი იყო ნარკოტიკით.ასევე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა თავის მომდევნო ფილმის
გადაღების დროსაც.
”ლსდ”-ის მოხმარების პერიოდში მსახიობმა პარალელურად
კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებაც დაიწყო. 1980-იან წლებში კი ის უკვე კვირაში მინიმუმ ოთხჯერ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ჯეკ ნიკოლსონმა ნარკოტიკებისთვის თავის დანებება მხოლოდ
ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც ჯანმრთელობის
პრობლემებთან ერთად საფრთხე მის კარიერასაც შეექმნა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მოღვაწეობა კინოში დასრულდა. როგორც ამერიკული პორტალი ”Radaronline” იუწყება, მსახიობი
ამას იმიტომ აკეთებს, რომ მეხსიერებასთან აქვს პრობლემები. მსახიობის დაავადება პროგრესირებადია და იგი დღითიდღე კარგავს მეხსიერებას. სწორედ ამიტომ მსახიობი პენსიაზე გავიდა და იგი
თავის კარიერას საბოლოოდ ასრულებს.
ჯეკ ნიკოლსონმა თავისი ბოლო კინო-როლი 2010 წელს შეასრულა.