ვარსკვლავები ყველაზე მოდური ცნობილი ადამიანები ჟურნალ People-ის მიხედვით 2013, 21 სექტემბერი, 23:00 ამერიკულმა ჟურნალმა People-მა გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური სია ყველაზე მოდური ცნობილი ადამიანებისა. მასში პირველი ადგილი დაიკავა 36 წლის მსახიობმა კერი ვაშინგტონმა.
People-ის რედაქტორები თვლიან, რომ კერი არამარტო მოდურად იცვამს, არამედ ძალიან ქალური და დახვეწილია. მისი საყვარელი დიზაინერებია ვერა ვონგი და ჯეისონ ვუ. ამერიკელი მსახიობი ზოი სალდანა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ფილმებიდან "ავატარი" და "ვარსკვლავური გზა", People-მა დაასახელა "ჯინსების დედოფლად". ჟურნალის აზრით, ზოის შეუძლია ყველანაირი მოდელის ჯინსის ტარება და ის ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება. "შიმშილის თამაშების" ვარსკვლავს ჯენიფერ ლოურენსს ჟურნალმა მიკუთვნა წოდება Fashionista, რადგან ის სულ მზადაა რისკიანი მოდური ექსპერინეტებისათვის. ამერიკელი მსახიობის ნიკოლ რიჩის სტილს უწოდეს ექპერიმენტალური და ეკლექტიკური. სწორედ ამის გამო შეიყვანეს ის ყველაზე მოდურების სიაში. მსახიობ ემი სტოუნს ჟურნალის რედაქციამ უწოდა "კლასიკური გოგონა". რედაქციამ შეაფასა მისი უნარი მშვენივრად შეუთავსოს კლასიკური სტილი ავანგარდულ ტრენდებს. მსახიობსა და მოდელს ლილი კოლინზს "იმედის მომცემი გოგონა" უწოდეს. People-ის აზრით, ლილის შეუძლია იყოს უმწიკვლო და ამავე დროს ძალიან სექსუალური. "ქუჩური სტილის უნაკლო მცოდნედ" აღიარეს მსახიობი ქეით ბოსუორტი. მისი სტილის გადმოღება იოლია ჩვეულებრივი რიგითი გოგონებისათვის და ეს ძალიან კარგია-აღნიშნავენ რედაქტორები. ფილმების: "სიცოცხლის ხე" და "მოსამსახურე" ვარსკვლავმა ჯესიკა ჩესტეინმა კი მიიღო სტატუსი:"წითელი ხალიჩებს პროფესიონალი." ამერიკელი მომღერალი, ბეიონსის და -სოლანჟ ნოულზიც მოხვდა ყველაზე მოდურების სიაში. გამომცემლობამ მას უწოდა "თავის თავში ყოველთვის დარწმუნებული" და განაცხადა, რომ სოლანჟმა ყოველთვის იცის, რა უფრო უხდება. ყველაზე მოდური ვარსკვლავების სიას ასრულებს ჟურნალ People-ის მიხედვით "ყველაზე მოდური დედიკო", მსახიობ ჩენინგ ტატუმის ცოლი ჯენი დევან-ტატუმი. გამომცემლობის აზრით, ჯენი ყველაზე დახვეწილად და ლამაზად ჩაცმული ფეხმძიმეა. 77 12-ს მოსწონს
|