საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგები
2013, 20 სექტემბერი, 20:03
Intermedia.ge -ზე 17-20 სექტემბერს ჩატარებულ გამოკითხვაში „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ მონაწილეობა მიიღო 6315 საარჩევნო ხმის უფლების მქონე მომხმარებელმა.
ყველაზე მეტი ხმა - 39.66 % მიიღო ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, მეორე ადგილი ხმების 21.72 %-ით დაიკავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.
დანარჩენი ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: ნინო ბურჯანაძე - 10.26%, შალვა ნათელაშვილი - 3.74%, კობა დავითაშვილი - 1.58%, გიორგი თარგამაძე - 1.02%, ხოლო ყველა სხვა კანდიდატმა ჯამში მიიღო 2.7%.
გამოკითხულთა 6.88%-ს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, ხოლო 12.44% არ მიდის არჩევნებზე.
აღნიშნულ გამოკითხვას ექნება ყოველ კვირეული ხასიათი და გაგრძელდება 25 ოქტომბრამდე, რაც მოგვცემს საშუალებას დავაკვირდეთ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგების დინამიკას. შედეგები გამოქვეყნდება პარასკევობით Intermedia.ge-ზე.
მე პირადად საერთოდ არ ვაპირებ წასვლას