ჯეისონ ტეილორმა შექმნა მსოფლიოში პირველი წყალქვეშა
ქანდაქებების პარკი 2006 წელს, რომელიც შედგებოდა 68 ქანდაკებისაგან, ამჟად
კანკუნში (მექსიკის ახლოს მდებარე ცნობილ კურორტთან ახლოს კარიბის ზღვაში) ჯეისონ ტეილორი ქმნის მსოფლიოში უდიდეს წყალქვეშა ქანდაკებების პარკს
რომელშიც 400 ზე მეტი ქანდაკებაა.
წყლის ქვეშ ქანდაკება ზომაზე 3-ჯერ დიდი ჩანს, შუქის და ჩრდილის თამაში კი იდუმალებას მატებს მათ.
ინფორმაცია არაჩვეულებრივ წყალქვეშა სამყაროზე ძალიან სწრაფად გავრცელდა, ჯეისონ ტეილორმა გაითქვა სახელი, კუნძული გრენადა (კარიბის ზღვაში) კი გახდა ცნობილი როგორც ადგილი სადაც შეიძლება ეს წყალქვეშა გამოფენა იხილოთ. ამ პარკს ეკოლოგიური მნიშვნელობაც გააჩნია, კანკუნში ყოველწლიურად დასათვალიერებლად დაახლოებით 300 000 ტურისტი ჩადის, რომელთაგან უმეტესობას სამახსოვრო სუვენირად თან მარჯნის ნატეხი მიაქვს, ეს კი საშიშროებას უქმნის
წყალქვეშა სამყაროს განადგურებას.
ჯეისონ ტეილორი იმედოვნებს რომ მყვინთავები მარჯნის შეგროვებიდან ქანდაკებების დათვალიერებაზე გადაერთვებიან და ამით შემცირდება მარჯნის რიფების განადგურების უნებური
მცდელობა. ტეილორი ასევე ქანდაკებების შექმნისას მატ "ცოცხალი
საფარით"ფარავს, მასალიტ რომელიც ხელს უწყობს მარჯნის რიფების
კვებას, გამრავლებას და ზრდას.