x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი ქმარს შეურიგდა?
imageყველაფერი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე თვეში მოასწრო. დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა, ნინი კლავ ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებს.

გავრცელებული ხმების თანახმად მომღერალი ქმარს შეურიგდა. ინტერნეტსივრცეში ნინისა და მისი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის ფოტოები ვრცელდება წარწერით: "ნინი ბადურაშვილი ქმარს შეურიგდა", "ნინი ბადურაშვილი და თავისი მეუღლე თავისმა პატარამ შეარიგა".image

image სიმართლეა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ჯერ კიდევ საკითხავია. მომღერალს და არც მის გარემოცვას ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მითქმა-მოთქმა არ წყდება, ზოგი წყვილს შერიგებას ულოცავს, არიან ისეთებიც რომლებიც ნინის გადაწყვეტილებას არ უწონებენ.image

არც ისაა ცნობილი სად იმყოფება ირაკლი კუტალაძე მოსკოვში თუ თბილისში. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნინიმ აღნიშნა, რომ ირაკლი კუტალაძე საკუთარ ქალიშვილს ფოტოებიდან იცნობს, სავარაუდოდ თბილისშიც ჩამოვა და მალე პირადად გაიცნობსო. "ეს თემა იმდენად ყელში მაქვს ამოსული, იმდენად ამომადინეს, რომ არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ ჩამოვა და თავის შვილს ნახავს"-გვიამბობდა მომღერალი.


რა ხდება წყვილს შორის ჯერჯერობით უცნობია. იმედია გავრცელებული ინფორმაცია ჭორი არ არის... ვუსურვოთ წყვილს წარმატებები...image

6
1395
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1395
  
2013, 20 სექტემბერი, 11:05
ეგ კარგი გამახსენე სილკტვ-ზე გადავახვევ აბა ვნახო რ ხდებოდა
2013, 20 სექტემბერი, 10:41
გუშინ ცრემლები წამომივიდა პროფილში, რომ იყო. გოგოს ნაადრევი მშობიარობა დაწყებია ამდენ ნერვიულობაზე
2013, 20 სექტემბერი, 10:22
პროფილს არ უყურე გუშინ?
2013, 20 სექტემბერი, 8:53
პალიტრა მაგ ბმულებს სპეციალურად ფოსტავენ ფბ-ზე,რომ გახსნი სულ სხვა საიტს გიგდებს...სხვადასხვა საიტის რეკლამირებისთვისაა გათვლილი :D და ერთ რამეს კიდე პირადში მოგწერ საღამოს,აქ არმინდა ყვირილი მოვრთო ზოგზოგიერთებივით რომ მერე სხვებმა წაიკითხონ და ... :)
2013, 19 სექტემბერი, 23:39
:D :D :D amouwravi gaxda
2013, 19 სექტემბერი, 22:22
ხომ ვერ ამოვწურეთ ქართველებმა ეს ნინი ბადურაშვილის თემა :):):)
0 1 6