ჟოზე მოურინიოს "როსონერის" გოლეადორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირება უნდა. როგორც ირკვევა, ჟოზე 30 წლის შვედ თავდამსხმელს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა და მადრიდში გადასვლაზე ჩამოუგდო სიტყვა, რაზეც იბრას მაშინვე თანხმობა უთქვამს.
"ელ მუნდო დეპორტივოში" ვკითხულობთ, რომ ზლატანისთვის "რეალში" გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია "ბარსელონაზე" შურისძიებაა.
"ელ კონფიდენსიალი" კი წერს, რომ მოურინიო მზადაა, "მილანს" იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ კაკა და გონსალო იგუაინი დაუთმოს.
ეს ყველაფერი ადრე ხოლო ახლახანს გაირკვა, რომ მან რეალი უარყო.
"- თქვა იბრაჰიმოვიჩმა. ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ჩემს კარიერაში იმდენი გამოწვევა იყო, რომ ერთი რამე ვისწავლე - სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, იქ უნდა დარჩე.
"მილანში კარგად ვარ და აქ დარჩენა მსურს. აქ ყველაფერი შესანიშნავია. უკეთესზე ოცნებას ვერც კი შევძლებ"