x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
მილიარდელები, რომლებსაც სკოლაც კი არ დაუმთავრებიათ

მილიარდელთა უმეტესობას არა თუ უმაღლესი სასწავლებელი, არამედ ბევრს სკოლაც კი არ დაუმთავრებია.ხოლო ბევრმა ბიზნესის გამო მიატოვა პრესტიჟული სასწავლებელი, მათ შორის ბილ გეიტსმა, სტივ ჯობსმა, მარკ ცუკერბერგმა.წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.1-ამანსიო ორტეგა-ქონება 57 მილიარდი$-მდიდარ ადამიანთა შორის მე-3 პოზიცია უჭირავს.კომპანია Zara, Massimo Dutti, Oysho-ს მფლობელი 13 წლის იყო, რომ სკოლა მიატოვა, მამა რკინიგზელი ჰყავდა, დედა მოსამსახურედ მუშაობდა, ფული ოჯახს კატასტროფულად არ ჰყოფნიდა.თავიდან ორტეგა მკერავის კურიერად მუშაობდა, შემდეგ საგალანტერიო მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ ყმაწვილი მიხვდა, რომ ლუქსი-მაღაზიების ბაზარი მწირია და გადაწყვიტა იაფასიანი მატერიები შეეძინა და მისგან დაემზადებინა სამოსი, ალღო და იღბალი ორტეგასთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე განათლება, 1975 წელს მან ცოლთან ერთად პირველი მაღაზია Zara გახსნა.image 2-ლი კაშინი-ქონება 31 მილარდი$, მე-8 ადგილი უმდიდრეს ადამიანთა სიაში.ლი მასწავლებლის ოჯახში დაიბადა, 14 წლის იყო, როცა მამა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა და იძულებული იყო სამუშაო დაეწყო, თავიდან საათის სამაჯურებს ჰყიდიდა, შემდეგ პლასტმასის ყვავილების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა მუშად, დღეში 16 საათი მუშაობდა.ცოტაოდენი ფული დააგროვა და იმით პლასტიკატის პატარა საამქრო გახსნა.ამჟამად ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი კომპანია Cheung Kong Group-ის მფლობელია.image 3-ფრანსუა პინო-ქონება 15 მილიარდი$-კომპანია Kering-ის მფლობელი, მილიარდელთა რეიტინგში 53-ე ადგილი უჭირავს.ფრანცუა პინომ ერთხელ განაცხადა, რომ მისი განათლების ერთადერთი საბუთი მძღოლის მოწმობაა.მამამისს, რომელიც შეშით ვაჭრობდა, სურდა რომ შვილს განათლება მიეღო, თუმცა ფრანსუა ასე არ ფიქრობდა, 16 წლისამ მიატოვა სკოლა და მას შემდეგ განათლებაზე არც უფიქრია, ამასთანავე ვეღარ იტანდა თანაკლასელებისგან დაცინვას მდაბიო ოჯახიდან წარმომავლობის გამო.ამჟამად იგი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ზეგავლენიანი პირია.image
4-რიჩარდ ბრენსონი-ქონება 4, 6 მილიარდი $-მილიარდელთა რეიტინგში 272 ადგილი უჭირავს.კორპორაცია Virgin Group-ის მფლობელი.16 წლის იყო, როცა სკოლიდან გამოაგდეს, დაბალი ინტელექტი და ნიშნები, ამასთანავე დისლექცია-ანუ ბორძიკით კითხვა.დირექტორმა დაიბარა ერთ დღეს, დაემშვიდობა და განუცხადა:"მშვიდობით რიჩარდ, შენ ან ციხეში ამოყოფ თავს ან გამდიდრდები".ბრენსონს იმ დროისთვის უკვე ბიზნესის მცირე გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე თანაკლასელები წიგნებში თავჩარგულები იყვნენ იგი საახალწლო ნაძვის ხეებს ამრავლებდა, რომ შემდეგ გაეყიდა და ტალღოვანი თუთიყუშებით ვაჭრობდა.შემდეგ იყო უკვე პირველი მასშტაბური პროექტი, როდესაც ახალგაზრდული ჟურნალი Student-ი გამოსცა.image 5-ჯო ლუისი-ქონება 4, 2 მილიარდი $-მილიარდელთა რეიტინგში 308-ე ადგილი უკავია.15 წლის იყო, როდესაც სკოლა მიატოვა და მცირე ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო, მოირგო ოფიციანტის წინსაფარი.შემდეგ მცირე ოჯახური ბიზნესის საწარმო გაყიდა და სავალუტო ოპერაციებში გადაერთო.ამჟამად ბრიტანელი მილიარდელი 135 რესტორანს ფლობს და საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემ ჰოტსპურის" მფლობელია.მას აქვს ფერწერული ტილოების უდიდესი კოლექცია, მათ შორის პიკასოს, მატისის, ფრეიდის, ბეკონის და სხვების ნამუშევრები.ექსპერტების გამოთვლით მისი ნახატების კოლექციის ღირებულება 1 მილიარდი $-ია.image

3
937
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
937
  
2014, 3 მარტი, 23:45
გეთანხმებით
2013, 22 სექტემბერი, 21:59
აბსოლუტურად ლოგიკური კომენტარია!!!! გეთანხმები!!!
2013, 18 სექტემბერი, 15:46
არ არის გასაკვირი. ჯერ ერთი, სწავლის პერიოდში არ რჩება ადამიანს საკმარისი დრო, რომ იმუშავოს და დიდი ფული იშოვოს. შემდეგ კი, რაც უფრო მეტი ხარისხი (განათლების მხრივ ვგულისხმობ) აქვს ადამიანს, მით მეტად "უკადრისობს" შრომას და პირდაპირ გამზადებული "სავარძლები" უნდა. ასე კი დიდი ფული არ იშოვება. და ვერც ფულის ყადრს გაიგებ. საკითხს გადავუხვიე, მაგრამ საქართველოში ამ "უკადრისობის" პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და სამწუხაროდ არც შრომა ვიცით ნორმალური და არც ფულის ყადრი. ამიტომაც არ ვართ მილიონრები:))
0 1 3