x
ლეგიონის უქმეები: ქართული საფეხბურთო სპექტაკლი პოლონეთში

ამ უქმეების მთავარი მოვლენა ჩვენთვისლადო დვალიშვილის ჰეთ თრიქია პოლონურ "ლეგიაში", თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საინტერესო ქართულ ლეგიონში.

პირველი ჰეთ თრიკი 4 წლის მერე
27 წლის ლადო დვალიშვილმა ამ უქმეებზე პოლონეთის პირველობაზე "იფეთქა" - "ლეგიას" ფორვარდმა ლომის წილი დაიდო სტუმრად აუტსაიდერი კიელცეს "კორონას" ძლევაში - 5:3. მან ჰეთ თრიკი შეასრულა!

ლადომ გოლები "კორონას" კარში 25-ე, 47-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა.

"ლეგია" 15 ქულით პოლონური ექსტრაკლასას ლიდერია. ქართველ ფორვარდს 6 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა. 5 გოლით ის პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში თანალიდერია ვიძეველ ლატვიელ ედუარდს ვიშნიაკოვსთან ერთად.

0
5
3-ს მოსწონს
ავტორი:levan gurckaia
levan gurckaia
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0