სხვა მძინარების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით ? (ტესტი) 2013, 16 სექტემბერი, 23:10 მოდით, ამ ტესტის საშუალებით გამოვარკვიოთ, მძინარების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით.
1. არდადეგებზე ან შაბათ-კვირას თქვენ გძინავთ: ა) ჩვეულებრივზე მეტ ხანს და ამაში სიამოვნებას ღებულობთ (2 ქულა) ბ) იმდენივე ხანს ატარებთ ლოგინში, რმდენსაც სწავლის ( ან შამუშაო ) პერიოდში (1 ქულა) გ) ბევრად უფრო მეტხანს ატარებთ ლოგინში (3 ქულა) 2. კარგად გამოძინებისთვის თქვენთვის საკმარისია: ა) 6 საათი (1 ქულა) ბ) 8 საათი (2 ქულა) გ) 10 საათი (3 ქულა) 3. ღამის განმავლობაში თქვენ გძინავთ მხოლოდ სამი საათი: ა) მთელი დღის განმავლობაში თავს ძალიან დაღლილად გრძნობთ (3 ქულა) ბ) მხოლოდ დილით გიჭირთ (2 ქულა) გ) თავს მშვენივრად გრძნობთ (1 ქულა) 4. თქვენ ლოგინში ატარებთ: ა) რვა საათს და ზოგჯერ ცოტა მეტსაც (2 ქულა) ბ) ათი და შეიძლება მეტ საათსაც (3 ქულა) გ)6 საათზე მეტი დროის ლოგინში გატარებას დროის ფუჭად დაკარგვად მიიჩნევთ (1 ქულა) 5. დაპატიჟებული ხართ მეგობრებთან საღამოზე, რომელიც ღამის თევით შეიძლება დამთავრდეს: ა) დაუფიქრებლად წახვალთ, რადგან თქვენთვის მცირედი წაძინებაც კი საკმარისია (1 ქულა) ბ) გინდათ წასვლა, მაგრამ ორჭოფობთ, რადგან გამოუძინებლობის გეშინიათ (3 ქულა) გ) დიდი სიამოვნებით წახვალთ, რადგან მეორე ღამეს გამოიძინებთ და აღიდგენთ ძალებს (2 ქულა) შეკრიბეთ თქვენი პასუხების ქულები... 5-7 ქულა თქვენ ხართ "მოკლე მძინარა" 8-12 ქულა თქვენ პლანეტის ნახევარ მიეკუთვნებით რომელსაც საშუალოდ 8 საათი ძინავს. 13-15 ქულა ძილი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. 100 3-ს მოსწონს
|