ამოცანები მხოლოდ 2% თუ ამოხსნის ამ ამოცანას 2013, 16 სექტემბერი, 22:45 ლოგიკური გამოცანა
აინშტაინმა ეს გამოცანა მე-19 საუკუნეში შეადგინა. მისი აზრით, გამოცანის ამოხსნას მოსახლეობის მხოლოდ 2% თუ მოახერხებდა. თქვენც სცადეთ! ერთ ქუჩაზე დგას ხუთი სხვადასხვა ფერის სახლი. თითოეულ სახლში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ხუთივე განსხვავებულ სასმელს სვამს, ეწევა განსხვავებულ სიგარეტს და ჰყავს სხვადასხვა ცხოველი. კითხვა: რა ეროვნების ადამიანს ჰყავს თევზი? დამატებითი ინფორმაცია: 1. ბრიტანელი ცხოვრობს წითელ სახლში. 2. შვედს ჰყავს ძაღლები. 3. დანიელის საყვარელი სასმელია ჩაი. 4. მწვანე სახლი თეთრი სახლის მარცხნივ დგას. 5. მწვანე სახლის პატრონს უყვარს ყავა. 6. ადამიანი რომელიც ეწევა Pall Mall-ს, ჰყავს ფრინველები. 7. ყვითელი სახლის პატრონი ეწევა Dunhill-ს. 8. ადამიანს, რომელიც შუაში მდებარე სახლში ცხოვრობს, უყვარს რძე. 9. ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში. 10. ადამიანი რომელიც ეწევა blend-ს, ცხოვრობს იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც კატები ჰყავს. 11.ადამიანი, რომელსაც ცხენები ჰყავს, ცხოვრობს იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ეწევა Dunhill-ს. 12. ადამიანი, რომელიც ეწევა Blue Master-ს, უყვარს ლუდი. 13. გერმანელი ეწევა Prince-ს. 14. ნორვეგიელის სახლი ლურჯი სახლის გვერდით მდებარეობს. 15. ადამიანს, რომელიც ეწევა Blend-ს, ჰყავს მეზობელი, რომელსაც უყვარს წყალი. 2825 4-ს მოსწონს 2-ს არა |
2.მეორე სახლია ლურჯი,ცხოვრობს დანიელი,სვამს ჩაის,ყავს ცხენები,ეწევა blend
3.მესამე სახლი არის წითელი,ცხოვრობს ბრიტანელი,ყავს ფრინველები,სვამს რძეს,ეწევა pall mall
4.მეოთხე სახლია მწვანე,ცხოვრობს გერმანელი,სვამს ყავას,ეწევა prince,ყქვს თევზები
5.მეხუთე სახლია თეთრი,ცხოვრობს შვედი,სვამს ლუდს,ეწევა blue masters,ყავს ძაღლები
ანუ პასუხი მივიღე ასეთი:ადამიანი რომელსაც თევზები ყავს გერმანელია.