სხვა გინესის რეკორდების წიგნი 2014. 2013, 16 სექტემბერი, 15:59 ყველაზე პირველი “გინესის რეკორდების წიგნი" გამოვიდა 1955 წელს, რომელიც მაშინვე ბრიტანეთის ბესცელერების სიის სათავეში მოექცა.
ამ წიგნის ყველაზე ბოლო გამოცემაა “ 2014 წლის გინესის რეკორდები". ქვემოთ მოყვანილია გინესის რამოდენიმე რეკორდი.
1. ყველაზე დიდი ველოსიპედი. ველოსიპედის დიამეტრის ზომა 3, 2 მეტრია. იგი შექმნა დიდი ზენფტონმა გერმანიაში. ![]() 2. ყველაზე სწრაფი გარბენი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე. იულია პლეჩერმა გაირბინა 100 მეტრიანი დისტანცია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით 14, 5 წმ–ში. ![]() 3. ყველაზე მაღალი სკამი. სკამის სიმაღლე 30 მეტრია. ![]() 4. ყველაზე მაღალი “კალია." “კალია" და ასევე პოგო-სტიკი– მოწყობილობაა ხტუნვის განსახორციელებლად, რომელიც შედგება ზამბარების, სახელურების, პედლებისა და ძირითადი პლატფორმისაგან. ამერიკელმა ფრედ გრზიბოვსკიმ წარმოადგინა თავისი თითქმის 3 მეტრიანი “კალიის" ვარიანტი.(2 მ, 90სმ), საერთაშორისო ფესტივალზე ტორონტოში, რომლითაც მან დაიმსახურა უფლება შესულიყო გინესების 2014 წლის რეკორდების წიგნში. ![]() 5. ყველაზე პატარა ძაღლი. ყველაზე პატარა ძაღლი მსოფლიოში– ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი, სახელად მილია პუერტო-რიკოდან. მისი ზომა სულ 9. 65 სმ-ია სიმაღლეში. ![]() 6. სკეიტბორდისტი თხა. მაქსიმალური მანძილი რაც თხამ სკეიტბორდზე გაიარა შეადგენს 36 მეტრსა და 25 სმ-ს. ეს შედეგი შევიდა გინესის რეკორდების 2014 წლის წიგნში. ![]() 7. შპაგატი როლიკებით. შვიდი წლის ინდოელი როხან კოკანი გახდა 2014 წლის გინესის რეკორდის მფლობელი 2014 წელს. მან როლიკის ციგურებით შპაგატში 10 მეტრი გაიარა, მიწის სიმაღლიდან მხოლოდ 25 სმ-ზე. ![]() 8. წყვილის ყველაზე დიდი რაოდენობის სხეულის მოდიფიკაცია. ვიქტორ ხუგო და მისი მეუღლე გაბრიელა პერალტა არგენტინიდან, ფლობენ საკუთარი სხეულის 77 მოდიფიკაციას: 50 პირსინგი, 11 ინპლანტატი, 5 კბილის ინპლანტატი, 4 ყურის გამგანიერებელი და ორი ბოლტი ყურში. ![]() 9. თოკზე მოსიარულე ძაღლი. კოლი-ოზი ინგლისიდან არის თოკზე ყველაზე სწრაფად მოსიარულე ძაღლებს შორის. 3, 5 თოკი მან 18.22 წამში გაიარა. ![]() 10 ყველაზე დიდი კატა. ლიგრ გერკულესი ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდია. ცხოვრობს ველური ბუნების ნაკრძალში, სამხრეთ კაროლინაში. მისი წონაა 418 კგ . ![]() 11. ყველაზე პატარა ავტომობილი. მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანის ზომაა 63. 5სმ სიმაღლით, ხოლო სიგანით კი 124.47 სმ. იგი შექმნა ოსტინ კოულსონმა ტეხასიდან. ![]() 178 2-ს მოსწონს
|