x
image
ხიზანიშვილი
რა არის ფლირტი?
image- რა არის ფლირტი? მას რამდენიმე განმარტება აქვს.

- ფლირტი - ეს არის არშიყობა, კეკლუცობა, სასიყვარულო გართობა.

- ფლირტი - ეს არის სქესობრივი ლტოლვის გამოვლინების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არშიყობით, თვალებით, სიტყვებით, კეკლუცად თამაშობა-კურკურით, უნებლიე შეხებით გამოიხატება. საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ ფლირტი - ეს არის ძალდაუტანებელი, მსუბუქი, ვალდებულებებისგან თავისუფალი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის.

- მშვენიერი სქესის ბევრი ახალგაზრდა წარმომადგენელი იმიტომ ფლირტაობს, რომ "ასეა მიღებული", ისინი სექსუალურ ქვეტექსტებზე სრულებით არ ფიქრობენ. რაც შეეხება ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ მათი ქცევის უკან სექსუალური ლტოლვა არ იმალებოდეს.


- ზოგიერთი ქალი ფლირტს იმიტომ მიმართავს, რომ სურს, თავი ქალად იგრძნოს. ჩვეულებრივ ისინი ქალთა კოლექტივში მომუშავე გაუთხოვრები არიან. მთელ დღეს ოფისში ატარებენ და მამაკაცებთან ურთიერთობას გადაეჩვივნენ. მათ შემთხვევაში ფლირტი შხამსაწინააღმდეგო იარაღია, რომელიც ქალურობის არდავიწყებაში ეხმარებათ.

- ფლირტაობენ გათხოვილი ქალებიც. მათი ქმარი დიდი ხანია კეთილ მეგობრად იქცა, ხოლო სასიყვარულო გართობა - ცხოვრების ჩვეულებრივ ელემენტად. ფლირტი მათ ერთფეროვან ცხოვრებას უხალისებთ.

- "მსურს, ყურადღების ცენტრში ვიყო" - ეს მოტივი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი. ყურადღება რომ მიიქციონ, თავი განსაკუთრებულ, წარმატებულ, საინტერესო პიროვნებად რომ იგრძნონ, ადამიანთა ერთი ნაწილი თავის ბრწყინვალე ნიჭს კონფერენციებზე ავლენს, მეორე - ანეგდოტს ყვება, მღერის, კომპანიას ართობს, მესამე - ფლირტაობს.

- პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანებს ფლირტის მიზანზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ. არსებობს ორი უკიდურესი სტერეოტიპი: "ფლირტი არაფერს ნიშნავს" და "ფლირტი - ეს რაღაცის დაპირებაა".

- ფლირტი ორივე სქესის წარმომადგენლისთვის უსაფრთხო რომ იყოს, დასაწყისში განსაზღვრეთ თქვენი მოტივები და სანამ ფლირტს გააჩაღებთ, ობიექტს კარგად დააკვირდით, რათა ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, როდესაც ის თქვენგან "ბანკეტის გაგრძელებას" მოითხოვს.

0
4110
7-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
4110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0