სხვა არასასურველი ურთიერთობები 2013, 16 სექტემბერი, 10:35 ![]() - დაფიქრდით, შეეცადეთ გაიგოთ, რამ შეიძლება მისი ყურადღება მიიპყროს და გაიტაცოს. ვთქვათ, ქუჩაში "ჯიბის" პაწია ძაღლს სიყვარულით უცქერის. ლეკვი აჩუქეთ და მთელ ყურადღებას თავის საყვარელ აღსაზრდელზე გადაიტანს. იქნებ, ბავშვობიდან ურიგოდ ხატავს? სამხატვრო სკოლის მისამართი უშოვეთ. იქ მეგობრებს შეიძენს. - ზოგჯერ ურთიერთობის ასეთი წყურვილი პირადი ცხოვრების მოუწყობლობითაა გამოწვეული. წაიყვანეთ კომპანიაში, სადაც ახალგაზრდა დასაოჯახებელი ადამიანები იკრიბებიან. ან კიდევ, გაცნობის საიტზე თვალის გადავლება ურჩიეთ. როგორც კი მუდმივი პარტნიორი გამოუჩნდება, ისე ხშირად აღარ დაგირეკავთ. - წუწუნა ადამიანები, რომლებიც მუდმივად თანაგრძნობას ითხოვენ, კარგი მანიპულატორები არიან. მჩივანა ნაცნობის მორიგი აღსარების შემდეგ თავს არაქათგამოცლილად გრძნობთ? თავი დაიცავით. მკაცრი, მაგრამ მოქმედი საშუალება გამოიყენეთ. ამ ადამიანის იგნორირება მოახდინეთ. შეხვედრისას მიესალმეთ და ნაბიჯის შეუნელებლად გვერდით ჩაუარეთ. ყურმილს ნუ აიღებთ, როდესაც ხედავთ, რომ გაბმულად რეკავს. გახსოვდეთ: თავისუფალი ადამიანი ხართ და ვისთან იმეგობრებთ, ეს თქვენი არჩევანია. 35 5-ს მოსწონს
|