კერძები ხორცისაგან შაურმა სახლის პირობებში 2013, 14 სექტემბერი, 22:54 ინგრედიენტები:
თხელი ლავაში - 1 ცალი ქათმის ფილე (უკეთესია ლორით) - 200 გ. კორეული კომბოსტო (შესაძლებელია სალათის ფურცლებიც) - 100 გ. კიტრი - 1 ცალი პამიდორი - 1 ცალი მაიონეზი - გემოვნებით კეტჩუპი (ტომატის საწებელი) - გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით მცენარეული ზეთი - ინგრედიენტების მოსამზადებლად მომზადება: ქათმის ფილე წვრილ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პიპილი და მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ. კიტრი შეგვიძლია ფილეს მსგავსად დავჭრათ, ან პატარა კუბიკებად. ასევე დავჭრათ პამიდორიც. ცალკე მოვამზადოთ სოუსი: ავურიოთ კეტჩუპი და მაიონეზი, რომლებსაც შევაზავებთ პილპილითა და მარილით (მასა უნდა იყოს საკმაოდ ბლანტი). ამის შემდეგ ლავაშზე თხელ ფენად მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კორეული კომბოსტო, შემდეგ მოვაყაროთ კიტრი, პამიდორი და მოშუშული ქათმის ხორცი. შემდეგ მოასხით გამზადებული სოუსი და შევდოთ მიკროტალღურ ღუმელში (შესაძლებელია ტოსტერის გამოყენებაც) 1 წუთის მანძილზე. 1 წუთის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 7528 16-ს მოსწონს
|