ქალი და მამაკაცი ვისზე გათხოვდა ანი ქორქია 2012, 1 მაისი, 15:53 პოპულარული წამყვანის ანი ქორქიას მეუღლე 25 წლის კახა ჩიქოვანია. ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს. რამდენიმე ხანი ბარსელონაში ცხოვრობდა და სწავლობდა. საყვარელი ქალის გულისაკენ გზა ადვილად გაიარა და 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, ამაღლების ტაძარში ჯვარიც დაიწერეს. ახალდაქორწინებულები სწორედ ამ ეკლესიის მრევლი არიან. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი ზაფხულისთვის აქვთ დაგეგმილი, სადაც პატარძალი ავთო ცქვიტინიძის კაბას ჩაიცვამს და სტუმრებს ღია ცის ქვეშ, მინდორზე, უმასპინძლებს. 15926 17-ს მოსწონს 1-ს არა
|